ლაუს ვალდნერი - საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო

გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის შეჯიბრის დირექტორის, კლაუს ვალდნერის შეფასებით, საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც ვალდნერმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და ტურნირიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო.
„ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგან გუდაურში ჩატარებული ტურნირით კმაყოფილი დავრჩი. ორგანიზატორების მიერ გაწეული დიდი სამუშაოს გარდა, ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ მსოფლიო თასის ეტაპების საქართველოში ჩატარება ჩვენი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. იდეალური იყო თოვლის კონდიცია და ტურნირი“, – განაცხადა კლაუს ვალდნერმა.
საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი ასპარეზობდა. შეჯიბრის პირველ დღეს საუკეთესო შედეგები იტალიელის წარმომადგენელმა სიმონე დერომედისმა და შვეიცარიის წარმომადგენელმა ფანი სმიტმა აჩვენეს. ხვალ შეჯიბრის მეორე ეტაპი გაიმართება.
როგორც სიმონე დერომედისმა აღნიშნა, რომ საქართველოში ღონისძიება ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მან ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მაგარი შეჯიბრი იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, რაღაც კარგი ხდება. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. ეს შეჯიბრი ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს“, – თქვა სიმონე დერომედისმა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში.
8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1754070426
საზოგადოებალევან მახაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ეს ადამიანები არიან თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც საზოგადოების ბედი აღელვებთ
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები და არა ის პოლიტიკოსები, ვისაც საზოგადოების ბედი აინტერესებთ....
1754069194
ახალი ამბებინოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 2 აგვისტ...
1754068105
მსოფლიოტრამპი: მედვედევის უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, ორი ატომური წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების თაობაზე განკარგულება გავეცი
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, ორი ატომური წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების თაობაზე განკარგულება გავეცი, ყოველი შემთხვე...
1754067172
ახალი ამბებიჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის რეგისტრაცია იწყება - კერძო სერვისებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა 4 აგვისტოდან დაიწყება
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც, მანამდე, სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა. ჯანდაცვის მინ...
1754065562
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....