თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია: ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის მიერ ღვთისადმი აღვლენილი წმინდა ლოცვა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს შემწე და მფარველი ღვთივკურთხეული ქართველი ერის

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის, წმ. ილია თეზბიტელის ხსენების დღეს - ილიაობას, - აღნისნულია პატრიარქისადმი მისალოც წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ უწმინდესობის ეპოქა ხასიათდება უჩვეულო აღმშენებლობითა და ერის სულიერი ამაღლებით.
„ღმერთმა ინება, რომ 48 წლის წინ, აემაღლებინა თავისი რჩეული, სრულიად ახალგაზრდა მღვდელთმთავარი, საქართველოს უძველესი სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საყდარზე, რამაც დიდი სიხარულით და განსაკუთრებული იმედით აღავსო მთელი ქართველი ერი.
მიუხედავად უმძიმესი ჟამისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უდიდესი ძალისხმევის, ღვთისა და ერის წინაშე დაუცხრომელი მსახურებისა და პირადი თავგანწირვის ფასად შეძლო ჭეშმარიტი რწმენის აღორძინება და ეკლესიის მაცხოვნებელი წიაღისგან გაუცხოებული საზოგადოების კვლავ ამ წიაღისკენ შემობრუნება.
მისმა სულიერმა ხედვამ მოიცვა საეკლესიო მოღვაწეობის ყველა მხარე, რაც გულისხმობს, საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების დაფუძნებას, ეპარქიების გამრავლებას, მათ შორის, უცხოეთშიც, საგამომცემლო საქმიანობის ახალ სიმაღლეზე აყვანას, ძველი ქართული საეკლესიო გალობის განახლებას, საეკლესიო არქიტექტურის, ტიხრული მინანქრისა და, ზოგადად, საეკლესიო ხელოვნების განვითარებას. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პატრიარქის განსაკუთრებული წვლილი ქართველი ერის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების საქმეში.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობის ეპოქა, ყველაზე არსებითად, ხასიათდება უჩვეულო აღმშენებლობითა და ერის სულიერი ამაღლებით. სწორედ პატრიარქ ილია II-ის უდიდესი მოღვაწეობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს წმინდა ეკლესიას დაებრუნებინა ის განსაკუთრებული ავტორიტეტი, რასაც იგი განიკუთვნებდა უძველესი დროიდანვე.
დღეს მთელი ქართველი ერი გამთლიანებულია პატრიარქ ილია II-ის პიროვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით. ასევე, უდიდესია მისდამი პატივისცემა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, რაც ნათლად წარმოაჩენს მის განუზომელ ღვაწლს არა მხოლოდ ჩვენი ერისა და ეკლესიის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე.
ღმერთმა მიჰმადლოს საქართველოს უწმინდეს პატრიარქს სულიერი მხნეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის მიერ ღვთისადმი აღვლენილი წმინდა ლოცვა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს შემწე და მფარველი ღვთივკურთხეული ქართველი ერისა“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა.
1754128325
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე
დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...
1754128251
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ
ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთა...
1754128193
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1754127140
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება
გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა...
1754125809
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია
არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში „შუამთობის...