ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი და პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და საქართველოს ჰქონდეს ხელსაყრელი პირობები გრძელვადიანი დაფინანსებისთვის

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი და პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და საქართველოს ჰქონდეს ხელსაყრელი პირობები გრძელვადიანი დაფინანსებისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, ახლა რა ეტაპზეა სასტარტო მოცემულობა საქართველოსა და აშშ-ის შორის.

„ჩვენი ვიზიტი აშშ-ში ძირითადად უკავშირდებოდა საფინანსო ორგანიზაციების საგაზაფხულო წლიურ შეხვედრებში მონაწილეობას. ვიყავით წარმომადგენლობითი დელეგაცია, იყო ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. ვფიქრობ ბევრი პროდუქტიული, საქმიანი შეხვედრა გავმართეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან. ეს არის აუცილებელი ნაწილი იმ პროცესის, რაც ეკონომიკურ პროგრესს უკავშირდება მიუხედავად იმისა, რომ აქაც ძალიან დიდი იყო პოლიტიკური ზეგავლენა.

სამწუხაროდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებშიც ისე, როგორც ადრე არ იყო, ძალია დიდია პოლიტიკური, სუბიექტური გადაწყვეტილებების მცდელობა, რაც დამაზიანებელია ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი და პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და საქართველოს ჰქონდეს ხელსაყრელი პირობები გრძელვადიანი დაფინანსებისთვის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746120221

ახალი ამბები

გიორგი ხუბუა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. სიახლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განც...

გიორგი ხუბუ

1746119565

საზოგადოება

ნანა საჯაია - რუსული მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, შესაძლოა, 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს

Fox News-ის ყოფილი რედაქტორი ნანა საჯაია X-ზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს. ინფორმაცია მას შემდეგ...

ნანა საჯაია

1746118583

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლება, ოკუპანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი დარღვევაა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლების შესახებ კომენტარი გააკეთა. ეკა სეფაშვილის თქმ...

ეკა სეფაშვილი

1746117574

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

„ჩვენ გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ არის მცდელობა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა იმის თაობაზე, რომ თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თ...

გიორგი კალანდარიშვილ

1746117465

მსოფლიო

კამალა ჰარისმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დონალდ ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, კამალა ჰარისმა დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა. მისი თქმით, აშშ-ის მოქ...

კამალა ჰარისი