მაყვალა გონაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე: ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მწერალი თუ ეროვნული ნიადაგებიდან გადაუხვევს, ადვილია ერის მენტალიტეტის და ხასიათის შეცვლა

2004 წელს ვარდებით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა გადაგვეცა მწერალთა კავშირის შენობა. ეს ის პერიოდია, როცა ახალი მოსული იყო ხელისუფლება და ყველაფერი იყიდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა მაყვალა გონაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
„ასეთი პერიოდი იყო, რომ ყველაფერს ართმევდნენ. ბათუმში შენობა გაიყიდა და ლტოლვილები გამოყარეს. ეს განადგურებული ადამიანები იმდენად გამწარდნენ, რომ აფხაზეთისკენ გაემართნენ. მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მათ მოღალატეები უწოდა. მე მწარე წერილი დავწერე ხელისუფლების მიმართ და ვუთხარი, რომ ეს ადამიანები მოღალატეები კი არა თქვენს გამო უბედურნი არიან.
იმ დროს პირველი იყო ქონებისთვის ბრძოლა, მეორე იყო იმ მწერლების დაშინება, რომლებიც არ დახვდნენ ვარდებით, ვარდების რევოლუციას და ვფიქრობ, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მწერალი თუ ეროვნული ნიადაგებიდან გადაუხვევს, ადვილია ერის მენტალიტეტის და ხასიათის შეცვლა“, - აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.
1746123362
ახალი ამბებიახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში, ორი გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი გარდაცვლილი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ქალი და კაცი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. კაცმა ქალი მოკლა, რის შემდგომაც თავი მოიკლა. გარდა...
1746120221
ახალი ამბებიგიორგი ხუბუა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. სიახლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განც...
1746119565
საზოგადოებანანა საჯაია - რუსული მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, შესაძლოა, 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს
Fox News-ის ყოფილი რედაქტორი ნანა საჯაია X-ზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს. ინფორმაცია მას შემდეგ...
1746118583
საზოგადოებაეკა სეფაშვილი: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლება, ოკუპანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი დარღვევაა
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლების შესახებ კომენტარი გააკეთა. ეკა სეფაშვილის თქმ...
1746117574
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა
„ჩვენ გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ არის მცდელობა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა იმის თაობაზე, რომ თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თ...