ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: არ არსებობს კონკრეტული კითხვები ან პირობები ქართული ხელისუფლების მიმართ, არსებობს მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ში გამართული ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრულიად თანხვედრა არსებობს.

მისივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული კითხვები ან პირობები ქართული ხელისუფლების მიმართ, არსებობს მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სუვერენულ უფლებებს და გადაწყვეტილებებს. ეს არის მკაფიო გზავნილი თეთრი სახლის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. მოლოდინები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს განწყობა თანამშრომლობის და შედეგებს ველოდებით, რომელიც უნდა იყოს კონკრეტულ, ხელშესახებზე დაფუძნებული. ეს არის ჩვენსა და ასევე ამერიკელების ინტერესში. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროცესი არ არის ერთ დღეში რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომტანი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მიმდინარე დიალოგი არის ძალიან პოზიტიური და ძალიან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან.

„ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ თანამშრომლობის განწყობასა და ინტერესს აშშ-თან. ჩვენ გვინდა უფრო პროდუქტიული, ხელშესახები იყოს ეს თანამშრომლობა ამერიკასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746173582

საზოგადოება

„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამა: დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის - ეს კადრები ტელეფონშიც მაქვს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული სამი ახალგაზრდის - მარად ართმელა...

 მარად ართმელაძის მამა

1746172450

საზოგადოება

„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამა: გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ტკბილი, ლამაზი ოჯახი - ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული

მინდა, რომ თქვენ, როგორც სამართლიანობის აღმდგენმა კომისიამ, სწორი,შესაბამისი დასკვნა დადოთ ჩემს საქმეზე - რას შეესაბამება ეს საქმე, ასეთი მკვლელობა? - ამ კითხვით მიმართა "ნავთლუღის სპეცოპერაციისას" მო...

მარად ართმელაძის მამა

1746171902

საზოგადოება

„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლულის მამა: თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულმკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თოკით, ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჩემმა მეუღლემ ამას ვეღარ გაუძლო და სიმწრისგან გაითიშა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცი...

„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლულის მამა

1746171689

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას ვურჩევ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს

 „ოპოზიციას ვურჩევ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს, რადგან საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1746171166

ახალი ამბები

„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამა: ბიჭები უკვე გაციებული არიან, დაიდგა სცენარი, რომ ვითომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა სამი ახალგაზრდა

 საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამამ მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა. როგორც მიხეილ ართმელაძე აღნიშნავს, დათა ახალაიას...

არყმელაძე