ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის

„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისასალმებელია, თუ ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე არ დარჩება და რეალურ ურთიერთობაში გადაიზრდება.

„ძალიან კარგი ვიზიტი იყო იმიტომ, რომ მთელი ეკონომიკური გუნდი იყო წარმოდგენილი. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი ეკონომიკა დღეს რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში რა პოზიციებს იკავებს, რა განვითარება და როგორი ზრდა გვაქვს, ამას ციფრები გვეუბნება. კარგად ვიცით, სავალუტო ფონდი იქნება თუ ასე შემდეგ, როგორი პროგნოზები კეთდება.

და ამის შემდეგ, როდესაც ჩვენს პარტნიორად წოდებულ ქვეყანაში მიდის ეკონომიკური გუნდი და აქვს მაღალ დონეზე შეხვედრები, რა თქმა უნდა კარგია და მივესალმები, თუ ეს ფურცელზე გაწერილი პარტნიორობა, ჩვენ რაც გვაქვს, რეალურად მხოლოდ ფურცელზე კი არ დარჩება, გადავა თვისობრივად ახალ ურთიერთობაში, რეალურ ურთიერთობაში.

როდესაც წამოვიდა ის ნიაღვარი ორმაგი სტანდარტისა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ საკანონმდებლო დონეზე, კანონების დონეზე, ყველა იმ შეთანხმების დონეს ვასრულებთ პირნათლად და მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების და თვისობრივად ახალი ურთიერთობის.

ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე, ობიექტურ საფუძვლებზე და არა პარტიულ საფუძველზე აგებული და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, რასაც აქ ნატრულობს კოლექტიური ლომჯარია, გიგაური თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

ეს ვიზიტები დარწმუნებული ვარ გაგრძელდება. მთავარია ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა გადაიზარდოს რეალურ პარტნიორობაში“, - აღნიშნა კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745949742

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად

საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...

არჩილ გორდულაძე

1745946291

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები

„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...

ალექსანდრე ტაბატაძე

1745944517

ახალი ამბები

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...

პარლამენტის საგამოძიებო კომისია

1745942528

ახალი ამბები

ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...

ნიკა მელია

1745940129

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან

„ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის...

ირაკლი კირცხალია