ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის ნგრევას ვერ ვამჯობინებთ

ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი მედიასთან გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

„ჰერჩინსკის განცხადება სიცრუეა, ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროპასთან დასაახლოებლად, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით დაწყებული, ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯებით გაგრძელებული. საქართველოს მისამართით ზუსტად იმ დღესვე დაიწყო რაღაც ტიპის უსამართლობა კონკრეტულად ევრობიუროკრატების მხრიდან, რა დღესაც უკრაინაში დაიწყო ტრაგედია. ეს ბევრ რაღაცაზე მიანიშნებს. ჩვენ რა არ გავაკეთეთ? აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ, არის ის, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით. ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის ნგრევას ვერ ვამჯობინებთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746813203

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: სახელმწიფო და კონკრეტული თანამდებობის პირები ერთადერთი რამის გამო ვისჯებით - ვიცავთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს

ჩვენ სასიცოცხლოდ ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს. ჩვენი მოქალაქეები თავად დარწმუნდებიან, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ...

ვლადიმერ ბოჟაძე

1746811099

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად

არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრა...

ლევან მაჭავარიანი

1746808898

მსოფლიო

სიარტო: უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა

„უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. როგორც სიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სა...

პიტერ სიარტო

1746807223

საზოგადოება

მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო

„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის...

ლევან მაჭავარიანი

1746806350

საზოგადოება

ირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა

„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდ...

ირმა ხახუტაიშვილი