ლევან მაჭავარიანი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო, მათი გადასაწყვეტია

„ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა აწყობდეს, ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო და ა.შ. მათი გადასაწყვეტია. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას, რომელიც გირაოს გადახდას უკავშირდება.

მისი თქმით, ოპოზიციის ცალკეულ წევრებს გირაოს გადახდა/არ გადახდის საკითხში საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ.

„ბატონი ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე კომფორტს უფრო რთულად ელევიან. შეიძლება ბატონი გვარამია, რომელსაც ციხე „ქართული ოცნების“ პირობებში გამოვლილი აქვს და შოკირებული იყო -იმდენად კარგ პირობებში ვიცხოვრეო, რომ უფრო წავიდეს ამ ნაბიჯზე. ვის, როგორი დავალება აქვს მიღებული ესეც შევაფასოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცას შეიძლება ციხეში წასვლა სპეციალურად, თავისი გააზრებული ნაბიჯებით აწყობდეს, რომ შემდეგ ამით აიცილოს რაღაც დისკომფორტი, რომელიც მის პარტიას ექნება არჩევნებში მიღებული ხმებით. ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს, რომ აი, მე ციხეში წავედი ამ ბროლიძის გამო და ა.შ. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ამჯერად საგამოძიებო კომისია და სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადახდის საკითხია. აბულინგებენ მათ ვინც ციხისგან თავი გირაოს გადახდით დაიზღვია. გვარამია-მელია ღიად ამბობენ, რომ გირაოს არ გადაიხდიან და მათი პოზიცია ღირსეულია, კოლეგებს კი ბრძოლის სწორ გზებზე მიუთითებენ. ხაზარაძე-ჯაფარიძემ 50 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადეს, გიორგი ვაშაძე ჯერ ისევ ფიქრობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747746565

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1747746264

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან...

ლევან დავითაშვილ

1747744869

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია

თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...

კახა კალაძე

1747743013

ახალი ამბები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...

მამუკა ხაზარაძე

1747742848

საზოგადოება

ალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს

რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე...

ალბი კორძაია