ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: შეგვიძლია გავიხსენოთ წაგებული არჩევნების შემდეგ ევრო ბიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, როგორ ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია დამოკიდებულია ისეთ „ფიგურებზე“ როგორიც არის მიხეილ როთი, ჯო უილსონი და ამ შემთხვევაში მარტა კოსს  წარმოაჩენენ ისე, თითქოს გადაწყვეტილების მიმღები იყოს ბრიუსელში.

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბატონი პაპუაშვილის პათოსს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, როდესაც წაგებული არჩევნების შემდეგ, ევრობიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს და პირდაპირ სცენიდან მოუწოდებდნენ მოდერნიზაციისკენ ჩვენს მოქალაქეებს.

ეს ჩვენი ყურით გვაქვს მოსმენილი, ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი. ამ შემთხვევაში, არამხოლოდ მათი მოწოდებები არის წამახალისებელი, არამედ მათი დუმილიც წამახალისებელი არის ამ ყველაფრის. მაშინ როდესაც, ევრობიუროკარტები ან დიპლომატები საქართველოში, არანაირ რეაგირებას არ ახდენენ ისეთ ქმედებებზე, რომელიც არის ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება, თავად ევროკავშირის დაფინანსებული თანხებით, რაც ხორციელდება საქართველოში იმ „ენჯოების“ წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც საშინელ კამპანიებს აანონსებენ, საშინელ ქმედებებს სჩადიან.

ახლახან ვნახეთ, ქალბატონი ლაშხის მიმართ რა განახორციელეს, რომელიც არც ადამიანობაში, მორალში და ზნეობაში ჯდება, არ ვიცი ეს ხალხი მართალ საიდან არის მოსული და გაზრდილი, როდესაც არასრულწლოვანი შვილებთან მოუწყვეს ის პერფორმანსი, რაც ყველამ ვიხილეთ. აქაც აბსოლუტური დუმილი იყო. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ირიბი წახალისება.

კონკრეტულად მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, მოდი მაშინ განმარტოს ვის მიმართავს ამ განცხადებით და რას გულისხმობს. რა თქმა უნდა, იგი ირიბად მიმართავს რადიკალურად განწყობილ ჩვენს თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვას და უფრო გააღვივოს მათი ემოციები. რადიკალური ოპოზიცია დამოკიდებული არის ისეთ „ფიგურებზე“ როგორიც არის ბატონი მიხეილ როთი, ჯო უილსონი. ამ შემთხვევაში მარტა კოსს ახლა წარმოაჩენენ ისე, თითქოს გადაწყვეტილების მიმღები იყოს ბრიუსელში. იგი უბრალოდ რაღაცების გამხმოვანებელია და ძალიან არათანმიმდევრულია ეს ქალბატონი. 
სულ რამდენიმე კვირის წინ იყო ინტერვიუ, სადაც მან ერთის მხრივ ისიც განაცხადა, რომ შეიძლება ძალიან მკაცრად მივუდგეთ დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოში, შემდეგ ისიც თქვა, რომ დიალოგი საუკეთესო გზა შეიძლება იყოსო. მისი მხრიდან ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის პირდაპირი მოწოდება, რომ მიდით არიეთ სიტუაცია და ჩვენ გვერდში დგომას გიდასტურებთო.

არც დააყოვნა რეაგირებამ, როდესაც ბატონი გედევან ფოფხაძე რამდენიმე საათში პირდაპირ ეთერში გამოვიდა და ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ქმედებები უნდა ჩავიდინოთ 26 მაისსო და მსხვერპლიც არ იქნება ცუდიო. შემდეგ ვიხილეთ ირაკლი ზარქუაზე თავდასხმა. მათ არ იციან ქართული საზოგადოების ხასიათი და ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი არის კონტრპროდუქტიული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747850364

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ვერ შეძლებს მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაჭრას - პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებზე უნდა შენარჩუნდეს

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ვეღარ შეძლებს მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას. „ბევრი რამ ხდება მსოფლიოში, რაც ყურადღებას იმსახურებს. უამრავი საშინელი რამ ხდება. აშშ ვერ...

 მარკო რუბიო

1747848544

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

 „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...

ხვიჩა კვარაცხელია

1747847573

ახალი ამბები

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს

 ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...

ბათუმი თბილისი

1747846875

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი

 ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....

არჩილ გორდულაძე

1747844850

საქართველო

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...

 მარკო რუბიო