ლევან მაჭავარიანი: მისასალმებელია პრეზიდენტის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ, რა რეიტინგით სარგებლობენ ისინი დღეს საქართველოში

 ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ, აქედან გამომდინარე დააკავა ისინი, რაზეც საუბრობენ დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მათ კანონი დაარღვიეს, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასა და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და თუ ისინი პრეზიდენტის წინადადებას არ დათანხმდებიან, ამის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ოპოზიციონერების შიში იქნება. მისი განმარტებით, ოპოზიცია თუ უარს იტყვის შეწყალების შეთავაზებაზე, ისინი შეეცდებიან, არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგი არასრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებით გაამართლონ.

„მისასალმებელია ბატონი ყაველაშვილის ეს ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით.

ბურთი ახლა არის ოპოზიციის მოედანზე. თუ ისინი შეთავაზებას დათანხმდებიან, ექნებათ საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, ხოლო, თუ ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს, რომ ისინი თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იციან წინასწარ რა შედეგსაც მიიღებენ და ამ შედეგის "გაპრავება" სურთ იმით, რომ ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიყავით და სრულფასოვნად საარჩევნო კამპანია ვერ ჩავატარეთ.

კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ ჩვენს მოსახლეობას, რა რეიტინგით სარგებლობენ ისინი დღეს საქართველოში.“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751722794

მსოფლიო

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს

 თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს. ამის შესახებ თურქეთის ლი...

ერდოღანიერდოღანი

1751719124

სპორტი

La Gazzetta dello Sport: „რომას“ ხელმძღვანელობამ „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონი შესთავაზა, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება

 იტალიურმა „რომამ“ გიორგი მიქაუტაძის შეძენისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბმა „ლიონს“, პირველი შეთავაზება გაუკეთა. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, „რომას“ ხელმძ...

გიორგი მიქაუტაძ

1751718693

ახალი ამბები

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 „კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს კოალიცია „ძლი...

ძლიერი საქართველო

1751717209

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჯერ კამპანია აწარმოვეს, თითქოს ჩვენ ამ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ, შემდეგ ასწიეს ახალი ისტერია, როგორ არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეზოლუციას მხარიო - ერთწუთიან ტყუილებზე არიან დასულები

 „ჯერ კამპანია აწარმოვეს, თითქოს ჩვენ ამ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ, სადაც ჯო უილსონის შეპარებული წინადადება ეწერა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთწუთიან ტყუილებზე არიან დასულები და შემდეგ გამომჟღავ...

ლევან მაჭავარიანი

1751716658

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ამდენი სისულელე, ამდენი ტყუილი, რომელზეც აპელირებს აგენტურული მედია და მას მხარს უჭერს ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც ადგილი ჯანსაღ ქართულ პოლიტიკაში არ აქვს, მეტყველებს ერთ რამეზე - ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით

 საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისა და მედიის მიერ ქართული დელეგაციის პო...

დავით მათიკაშვილი