ლევან მაჭავარიანი ნორმ აიზენის სახელმძღვანელოზე: ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი ბევრი გზამკვლევი ვიხილეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ფერადი რევოლუციების“ ერთ-ერთ მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოში საქართველოს რამდენჯერმე ხსენებას გამოეხმაურა.
„ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს. ე.წ. რბილი ძალა ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი ბევრი გზამკვლევი ვიხილეთ: იგივე აკერმანის ტრენინგები, კანვასის ტრენინგები და ა.შ., რომლებიც ზუსტად ერთი და იგივე მიზანს ემსახურება, რომ რაღაცნაირად მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი გააძლიერონ კონკრეტულ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოზე, რათა ზეგავლენა მოახდინონ ჩვენი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე პოლიტიკურ ჭრილში. ეს არის გარედან მართული პროცესი. უმნიშვნელოვანესი იყო ის გამჭირვალობის კანონი, რომელიც მივიღეთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ყოფილი დიპლომატის, თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის და მოქმედი იურისტის ნორმაიზენის სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიის გზამკვლელად არის მიჩნეული, რეალურად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს უცხოურ ძალებს, თუ როგორ განაგრძონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირება, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით.
ნორმ აიზენის 2025 წლის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში საქართველოც არაერთხელ არის ნახსენები, განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო. კერძოდ, საუბარია ასრასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, მათთვის ადგილობრივი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რომ სამართლებრივად ნაკლებ დამოკიდებულები ჩანდნენ უცხოურ ძალაზე.
ნორმ აიზენი ამერიკულ ანალიტიკურ წრეებში ფერადი რევოლუციებისა და ამბოხებების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად სახელდება.
აღნიშნულ სახელმძღვანელოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმაც ისაუბრა.
1755019157
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს
ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა მუშაობა, იმისთვის რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინ...
1755018030
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბატონი ფაშინიანის ზარი ბატონ კობახიძესთან ზუსტად იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს
„არ გამოეპარათ არც ჩვენს მოქალაქეებს, არც კონკრეტულად სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თუ რამხელა როლს თამაშობდა საქართველო ამ წლების განმავლობაში, რომ რეალურად მათ შორის კონფლიქტი დასრულებულიყო“...
1755014603
საზოგადოებასაქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცე...
1755012697
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას
„მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას“,- ამის შესახებ საქართველო...
1755012510
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია - ვიმსჯელეთ თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად
„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“,- ა...