ლევან მაჭავარიანი: საზოგადოებამ ეს ფილმი იხილა წინა არჩევნებზე, როდესაც ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და რა მოიმკეს ამით თავად შეაფასონ. ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას

ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია და ჩვენ რაღაცებზე უარი განვაცხადეთ, ეს განწყობა შეიქმნა ევრობიუროკრატებში. მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღო მონაწილეობა „პროქსი ომში“ და ვერ გამოიყენეს, როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ გრძელდება ეს ყველაფერი - სანქციები, შანტაჟი, უსაფუძვლო ბრალდებები და ასე შემდეგ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირების შესახებ მუქარა ევრობიუროკრატების მხრიდან პირველი არ არის და ყველა ჯერზე ზეწოლა მოდის იმ მოსამართლეებზე, რომლებიც რეზონანსულ საქმეებს განიხილავენ.

„ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. კონკრეტულად მოსამართლეებზე რომ ვთქვათ, მოსამართლეებთან დაკავშირებით რამდენი გახმაურებული საქმეც იყო და რამდენი საქმეც წავიდა შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში და რამდენ საქმესაც მიაწებეს პოლიტიკური იარლიყი და იყო რეზონანსული საქმეები, იგივე ბატონი სააკაშვილის, ბატონი გვარამიას, ბატონი მელიას და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი საქმე შემიძლია ჩამოთვალო, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით და ყველა გადაწყვეტილება მოუწონა ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ესეც არის ყველაფერი გამოგონილი ხელოვნურად იმისათვის, რომ მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ფილმი იხილა წინა არჩევნებზე, როდესაც პირდაპირ ამ ევრობიუროკრატებმა, ვისზეც ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი, ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და რა მოიმკეს ამით თავად შეაფასონ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ასეთი შედეგი დაგვადებინა და ამხელა მხარდაჭერა ჰქონდა, მილიონ ასოცი ათას ამომრჩეველზე მაქვს საუბარი, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო, ვინაიდან ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას და ვერ იტანს, როდესაც გარედან რაღაცას კარნახობენ და სურთ, რომ უკაცრავად ჟარგონისთვის და ვიღაცის დაკრულზე ცეკვა დავიწყოთ. „ქართული ოცნება“ ვდგავართ ძალიან მყარად. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ ამაზე დაფუძნებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე გვაქვს მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება და ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციით გამოდის: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752695230

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!

ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...

მამუკა მდინარაძე

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო