მამუკა მდინარაძე: არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად, იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში

მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის იმდენად დისკრედიტირებული, რომ არაფერი არ ეშველება. არის მოსაზრება და შეიძლება გარკვეული საფუძველიც ჰქონდეს ამას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ლელოს“ და გახარიას პარტიის არჩევნებში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების საერთო პატრონი მიხვდა, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს არჩევნების მოგების, ამიტომ წინა პლანზე „ლელო“ და გახარიას პარტია გამოუყვანა.

„უტოპიური მიზნებიც ხომ არსებობს? ვიღაცებს სჯერათ, რომ ეს უტოპიური მიზნები შესრულებადია. მე, მაგალითად, უტოპიურ მიზნად მიმაჩნია და, რაც არ უნდა ჯერემი როზნერი ხელახლა დაიქირაოს „ლელომ“ შეუსრულებელი მისიაა, როდესაც შენ კარგი, ჯანდაბას ამბობ, „ნაცი“ გასაგებია, გვარამიაც და მელიაც „ნაცია“ გასაგებია, მაგრამ აგერ, გახარია და „ლელო“ ხომ არ არიან „ნაცები?!“ ანუ ოპოზიციის რებრენდინგი უნდა, რომ ამგვარად დაალაგოს ვიღაცამ. შეუძლებელია, იმიტომ, რომ როდესაც ერთ ხაზში ხარ და ერთი მხრიდან და ეს ერთი მხარე არის „დიფ სთეითი“ იღებ მითითებებს, „ნაცი“ ამ შემთხვევაში პარტიულ კუთვნილება კი არ არის, რა ვერ ისწავლეს, არის მიმართულება შენი პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის. ანუ შენ ხარ ამ „ნაცურ“ სოციუმში, ეს არის კრებსითი სახელი რაღაც ცუდის, ამორალურის, პოლიტიკური ამორალურობის თვალსაზრისით განსაკუთრებით და ამ შემთხვევაში ჩვენ, რომ „ლელოს“ ვეძახით „ნაცს“, იმიტომ კი არ ვეძახით, რომ ისინი„ ნაცმოძრაობის“ წევრები არიან, არასდროს არ ყოფილან „ნაცმოძრაობის“ წევრი, ასე ოფიციალურად წევრი ბევრი არ ყოფილა მაგრამ მის მიზნებსაც იზიარებდა, კოალიციაშიც შედიოდა გახარიასი არ იყოს და მერე „ნაცებს“ აგინებდა ვითომ.

ეს არის დალაგებული დავალებაა. მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის იმდენად დისკრედიტირებული, რომ არაფერი არ ეშველება. არის მოსაზრება და შეიძლება გარკვეული საფუძველიც ჰქონდეს ამას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში. მაგრამ თემა ის არის, რომ სულ, რომ მათთან კავშირი არ ჰქონდეთ და ერთი პატრონი არ ჰყავდეთ არ შეიძლება ისეთი ქმედებების ავტორები თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც „ლელოში“ და გახარიას პარტიაში არიან, არ შეიძლება ასევე, დაუდგნენ თანაბარ წონად ოპონენტებად „ქართულ ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს.

„ნაცობა“ არის ქვეყნის მტრობა და არა პარტიული კუთვნილება. რაღაცნაირად დიფერენციაცია უნდა გავაკეთოთ ამ ხალხის. ზოგადად ოპოზიციონერი ადამიანის და აგენტურის, რომელიც თავს იყრის პირობით კოალიციაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო

1752687764

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა და გიორგი გაბუნიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერ...

მარიამ ლაშხ