მამუკა მდინარაძე: ერთადერთი მთავარი „კოზირი“, რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს?! - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით

„ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება, გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილს გადაცემაში „იმედი LIVE”.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ საქართველო ომში ჩართვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ხელისუფლების ცვლილება.

„თქვენ გახსოვთ ალბათ დამცინავი კამპანია საპირისპირო ეროვნულისა, იმ ხალხის წინააღმდეგ ვისაც თავისი სამშობლოს მიმართ ცოტა სხვანაირად და გულწრფელად შესტკივათ გული, რომ აბა ომი გინდათ?!- ხომ გახსოვთ ეს კამპანია. დღეს ეს თითქოს დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ თუ კი ვინმეს, ვინც საქართველოში თავის ქვეყანაზე არ ფიქრობს და მათ გარე დამკვეთებს სჭირდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად და მაშველ რგოლად რაიმე, ეს არის ჩვენს ქვეყანაში იმ თემის გააქტიურება, რასაც ომში ჩართვა ჰქვია და გეტყვით რატომ. გარშემო სიტუაციას ვხედავთ, სირიის, ირანის, უკრაინის, თემებზე აღარ შევჩერდები უბრალოდ ვიტყვი, რომ გარშემო ჩვენი ქვეყანა არის ცეცხლის რკალში. საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. დღეს კულისებშიც რაც ხდებოდა მაშინ აღარ ხდება, არავინ აღარ გვეუბნება ომი დაიწყეთო, განსხვავებით რამდენიმე წლის წინა პერიოდისგან. მაგრამ იმაში არიან დარწმუნებულები, რომ რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ გვადგება ამ „გლობალურ ინტერესებში“, რომ მაშველ რგოლად მოგვევლინოს საქართველო, იყოს ომის რიტორიკა და შემდეგ ომში ჩართვა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ხელისუფლება გამოიცლება და იქნებიან ის ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც ერთი თითის დაწკაპუნებაზე იმას გააკეთებენ, რასაც ეტყვიან“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია და მათი დამკვეთები დღის წესრიგს აგებენ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ შანტაჟზე, რომ ქართველებმა თავისივე ხელით, თავისი ხელისუფლება გაისტუმრონ და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომში ჩაერთვება.

„ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს?- ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით. შანტაჟს მანამდე აქვს შანსი ვიდრე შანტაჟი ჰქვია ამას, თუ გადაწყვიტე და იმანაც გადაიარა მერე ბერკეტი აღარ გრჩება, ამიტომ გაცილებით დიდი შანსია ეს არ განახორციელონ, მაგრამ შეიძლება ამისი მცდელობებიც იყოს. ის ინფორმაციაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, რომ ამაზე აგებენ დღის წესრიგს სექტემბრის პირველ და შუა რიცხვებამდე იქნება რაღაც გადაწყვეტილება იყოს. „ქართველები“ ჩვენი ოპონენტები ამაზე ზრუნავენ და ოცნებობენ. შესაბამისად, ერთადერთი ბოლო გზა არის საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟება, რომ მათ თავისივე ხელით, თავისი ხელისუფლება გაისტუმრონ და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომში ჩაერთვება, ეს არის მათი ბოლო გზა. ამასაც გადავიტანთ და ბოლოს ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენს გარეშე, ანუ ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების გარეშე აქ არანაირი მანიპულირებას აზრი არ აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო

1752687764

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა და გიორგი გაბუნიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერ...

მარიამ ლაშხ