ლევან მგალობლიშვილი: მშობლიურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ გრძელდება, განსაკუთრებით მძიმეა ვითარება აფხაზეთში, ოკუპირებულ გალში

მშობლიურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ გრძელდება. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება აფხაზეთში, ოკუპირებულ გალში, სადაც ადამიანებს ქართულ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება ეზღუდებათ, - წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განაგრძობს მუშაობას, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ ყველას დედაენის დღეს!

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერის ერთსულოვნებამ და ახალგაზრდების ჩართულობამ განსაზღვროს ქვეყნის მომავალი. მაშინ, როცა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა ისტორია შეცვალა.

სამწუხაროდ დღესაც, ოკუპაციის პირობებში, მშობლიურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ გრძელდება. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება აფხაზეთში, ოკუპირებულ გალში, სადაც ადამიანებს ქართულ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება ეზღუდებათ.

აფხაზეთის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განაგრძობს მუშაობას, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ კვლავ ვაყენებთ ამ საკითხს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში და ვიბრძვით ენისა და ადამიანის უფლებების დასაცავად", - წერს ლევან მგალობლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744738051

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

 „ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა