მაგდა მამუკაშვილი: აქეთ მხარესაცაა აგენტურა - თავს დავიჭრი, ახლანდელ სუსის ფაილებში თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - პოლიტიკოსების გარდა, უთანხმოებაა აქტივისტებს შორის, კერძოდ, მაგდა მამუკაშვილი დავით აბზიანიძეს აგენტად მიიჩნევს და მას ელისო კილაძეს ადარებს.

მამუკაშვილის თქმით, „თავს დაიჭრის“ თუ სუსის ახლანდელ ფაილებში აბზიანიძე არ აღმოჩნდება.

„აი, ხომ უეჭველი ვიცი, რომ ახლანდელი სუსის ფაილები ოდესმე მაინც გაიხსნება, აი ხელისუფლების ცვლილების მერე შეიძლება არ გაიხსნას, რადგან აქეთ მხარესაცაა აგენტურა და ყველაფერს იზამენ, რომ ეგ არ მოხდეს, მაგრამ აი 10, 15, 20 წლის მერე ხომ მაინც გაიხსნება, ეს ოხერი. აი, თავს დავიჭრი, იქ თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს. ხოდა, ეგ თუ ეგრე აღმოჩნდება, ყველას ბოდიშის მოხდას მოგთხოვთ, ვინც მაგას იზელთ და არეაბილიტირებთ. მითქვამს მე და შევასრულებ“, - წერს მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795938639

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, მაგალითად, პარლამენტში არ შესვლა, რადიკალური აქციები, შტურმები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ა.შ.

„ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშ...

გურამ მაჭარაშვილი

1795937258

საზოგადოება

ანა წითლიძე ოპოზიციის აქციაზე: კარგი, ჩერგო თუ გიჟია და არაადეკვატური, მაშინ თქვენ დალაგებულებმა საჯაროდ გვიპასუხეთ - ვინ მიიღო გადაწყვეტილება, სახალხო აქციაზე ენმ სიტყვით არ გამოეყვანა?

ოპოზიციის აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ანა წითლიძე ინტერესდება, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ-ს წევ...

ანა წითლიძე

1795936194

სპორტი

29 ნოემბერს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას უმასპინძლებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის ფარგლებში დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს. თამაში 19:15 საათზე, თბილისში, ქორქიას და ჯორჯიკი...

საკალათბურთო ნაკრები

1795934899

სპორტი

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ტურნირზე კუბელი მეტოქე იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა. ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვე...

გენო პეტრიაშვილი

1795934117

სპორტი

მოჭადრაკე ალექსანდრე ღონღაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ბათუმში კადეტებს შორის ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოჭადრაკე ალექსანდრე ღონღაძემ 12-წლამდელებს შორის შვიდ ტურში 4,5 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრე ღონღაძე