"მამა რომ დააკავეს, დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს - სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი"

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი, სოციალურ ქსელში მამამისის დაკავებას ეხმაურება და უშუალოდ დაკავების პროცესის შესახებ წერს:
"მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით.
ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს.
სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები!
არ შეგრჩებათ მკვლელებო!!!",- წერს ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍კაცი, რომელმაც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან ბენზინი გადაისხა გარდაიცვალა
1752767135
საზოგადოება„1 პოლიციელი ცულით, 2 კი დანით დაჭრეს“ - ხელთუბანში დაკავებულ 5 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შ...
1752765033
ახალი ამბებიპროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა...
1752764420
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს....
1752764376
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექ...
1752762476
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია
ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები...