მამუკა მდინარაძე: დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა

„ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობაზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს იმართება იმ პარტიის ყრილობა, რომლის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, შეძლო ეროვნული პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების ურყევი საფუძველია.
„მივესალმები საზოგადოებას, ჩვენი პარტიის 41 000-ზე მეტ წევრს და მილიონზე გაცილებით მეტ მხარდამჭერს.
მოგესალმებით ყრილობის დელეგატებს, პოლიტსაბჭოს წევრებს და განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-9 ყრილობა. დელეგატებმა, სამუშაო რეჟიმში უკვე გავიარეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, მოვისმინეთ პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, ავირჩიეთ სარევიზიო კომისიის წევრები, დავამტკიცეთ წესდებაში შესატანი ცვლილებები.
დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ, მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუქცევადი განვითარების ურყევი საფუძველია.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1746642369
მსოფლიოემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა
სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა დასავლეთში პირველი ვიზიტით 7 მაისს, ელისეის სასახლეში ჩავიდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რო...
1746640384
საზოგადოებამერიის ცნობით, დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია...
1746638815
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუსთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ...
1746637327
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა: აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს. ასახლებს ადგილებს რომელიც არ უნდა მოინახულონ. რა კომპეტენცია გააჩნია საელჩოს მსგავსი განცხადებები აკეთოს?!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს....
1746635908
მსოფლიოვატიკანში კონკლავი დაიწყო
ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი, ოფიციალურად მიმდინარეობს. სიქსტის კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს. 133 კარ...