მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა ბუსტერების აუცილებლობაზე! - გიორგი ფხაკაძე
„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, ვაქცინის მესამე დოზით აცრის პროცესსა და ამ საქმეში, მის დამსახურებაზე საუბრობს. პროფესორი, ვრცელ ფეისბუკ სტატუსში, იმ მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი განცხადებით, პანდემიის შეჩერებისთვის აუცილებელია.
„დიახ, ბუსტერი უკვე დაშვებულია საქართველოში. მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა ბუსტერების აუცილებლობაზე. მთავარია შედეგი!
მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა, რომ ჩინური ვაქცინების ბუსტერი უნდა გაკეთდეს 3 თვეში. მთავარია შედეგი!
მე ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი იმ მოქალაქეებს, ვინც თავის დროზე აიცრა დაბალეფექტურ ვაქცინებით და ზუსტად მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიცრან ბუსტერით, რაც შეიძლება, მალე. თავის დროზე ისინი პასუხისმგებლიანად მოიქცნენ, ასევე მოიქცევიან ახლაც და ესეც ფაქტია – დღეს საავადმყოფოებში არის რიგები ბუსტერის ვაქცინაზე. მთავარია შედეგი!
მე ვარ ერთი ადამიანი, და ერთი ადამიანის აზრი გაიზიარა ბევრმა ადამიანმა… რას მივაღწიეთ ერთობით:სამედიცინო პირბადე საქართველოში არის მაღალი ხარისხის და დაბალ ფასში – “ფხაკაძის პირბადეს” ეძახიან საქართველოში!
ქვეყანამ შემოიტანა “ფაიზერის” ვაქცინა (მადლობა ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, პოლონეთის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს საქართველოში). “ფაიზერის” ვაქცინას ქვეყანაში “ფხაკაძის ვაქცინა”-ს ეძახიან!
ასტრაზენეკას შეჩერება ქვეყანაში – ვიყავი დიდი წინააღმდეგი და ბევრი ექსპერტი მაშინ ჩემს შეურაცხყოფაზეც გადავიდა, მაგრამ მთავარია ის, რომ დღეს ასტრაზენეკას ვაქცინა აღარ გამოიყენება საქართველოში და იმედი მაქვს სინოკი/სინოფარმიც მას მიჰყვება… ყველამ იცის, რომ ფხაკაძე წინააღმდეგია დაბალეფექტური ვაქცინების და ნაწილობრივი შედეგიც გვაქვს!
ბუსტერის დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მე მუდმუვად ყველა დონეზე ვავრცელებდი მტკიცებულებებს, მაგალითებს, მეცნიერულ და სტატისტიკურ მასალებს და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოში არის შესაძლებლობა “ფხაკაძის ბუსტერის” გაკეთების – ფაიზერი/ასტრაზენეკა 5 თვეში და სინოფარმი/სინოვაკი 3 თვეში!
ქვეყნის დროებითი სატრანსპორტო შეზღუდვები პირდაპირ “ფახაკაძის” ინსტრუქციის და რეკომენდაციით ხორციელდება!
ყველა პროგნოზი მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ტალღებზე ზუსტად არის ფხაკაძის “წინასწარმეტყველებით” და მე ვარ პირველი, ვინც აცხადებს თუ როდის რა ტალღა იწყება და ჩემი დაანონსებიდან დაახლოებით 3-10 დღეში მოდის “ოფიციალური” დადასტურება ოფიციალური პირების მხრიდან!
ყველა ახალი შტამის შემოსვლას საქართველოში აანონსებს ფხაკაძე და 5-14 დღის შემდეგ კი გვაქვს “ოფიციალური” დადასტურება!
კოვიდის სახელმწიფო გეგმა (სადღეგრძელოების გეგმა) თავიდანვე მარტო მე გავაკრიტიკე და ვთქვი, რომ ის ვერ შესრულდება. გავიდა ერთი წელი და ფხაკაძის წინასწარმეტყველება ასრულდა… სად არის ოფიციოზის მიერ დაპირებული მოსახლეობის 69%-ის აცრა?! მე მაშინ ვთქვი, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის მხოლოდ 20%-ის აცრას თუ მოვახერხებთ, ასე თუ გავაგრძელდბთ-მეთქი. ფხაკაძე აქაც მართალი აღმოჩნდა!
ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც შეძლო ერთმა ადამიანმა.
ჩემთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა არის უმთავრესი და მე არ მაინტერესებს არც თანამდებობა, არც პოლიტიკოსობა.
მე ვარ ქართველი და მიყვარს ჩემი ქვეყანა. მეტი არაფერი. მე ყოველგვარი ოფიციალური რეგალიების გარეშეც გავაკეთებ ყველაფერს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მე შემიძლია და რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაიცავს. ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს , გიორგი ფხაკაძე.
🔵ირაკლი ოქრუაშვილი კალაძეს: ეგრეა, ეგრე ქლიბო! გულით "მომწონს" ჭავჭავაძის გამზირი
🔵იტალიის კიდევ ერთი რეგიონი, შესაძლოა ყვითელ ზონაში გადავიდეს
🔵ვიკა ბუკია: დღეს მთელი დღეა ვფიქრობ, ფაიზერის ბუსტერი გავიკეთო თუ იუვიდერმის ფილერი?
1792385710
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...
1792356776
სპორტიძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...
1792356055
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევაზე: ეს არ მიკვირს, როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო
როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის...






























