"მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ" - გია ბაღაშვილის ცოლის პირველი კომენტარი წყვილის საიდუმლოდ დაშორებაზე
ცნობილი მუსიკოსის გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი, მსახიობი თაკო ტაბატაძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც იგი მეუღლეს გაშორდა.
"მინდა ვუპასუხო უამრავ შეკითხვას,რომელიც სოციალურ ქსელებში დამხვდა.
მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკე გაგვეგრძელებინა ცხოვრება.
თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა.
ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს.
პატარები ჩემთან არიან თუმცა, გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში.
ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე🎭🎥, რომელსაც იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები", - წერს ინსტაგრამში თაკო ტაბატაძე.
მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა 19 წლით უმცროს თაკო ტაბატაძეზე 13 წლის წინ იქორწინა.
მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თაკოს ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი ფეხბურთელი ნუგო სპანდერაშვილია. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს და ერთობლივ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში.
წყვილის დაშორებას, არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა.
ამავე თემაზე:


1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...
1791788318
მსოფლიომექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია
ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...
1791784951
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...
1791783740
საზოგადოება„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...


























