მეუფე იაკობი: ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ! - რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ?! - მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, არ შემიშვებენ ევროპაში, არც მჭირდება

„არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით - ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან ქადაგებისას ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობისადმი მათი დამოკიდებულებისა, მნიშვნელოვანია მათ საკუთარი ქვეყანა დაიცვან, როცა საქართველოს „ტყუილად უტევენ“.

„ვაზროვნებთ, ტყუილსაც ვხვდებით და ყველაფერს, ვფიქრობ რომ ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და ეს პრობლემები მოკლე პერიოდში ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება, მაგრამ ოპოზიციას მინდა მივმართო, როცა უცხოელია და შენ ქვეყანას თუნდაც უტევდეს, ის უცხოელია და თავისი ინტერესი აქვს და ვერ ეტყვი რატომ მიტევ?

ერთია, კაპასი ქალივით გამოდის, გერმანიის საგარეო საქმეთა... გამოდის და გვიტევს ქართველებს. კაცი რომ ხარ ხომ არ უნდა იწყევლებოდე?! შენ რომ ქართველი ხარ და ტყუილს რომ ლაპარაკობს შენს ერზე, როგორ არ გამოდიხარ? - შენ გგონია, ის დაგსვამს სკამზე? მოვა არჩევნები და არ აგირჩევთ ხალხი და ეგ იქნება, შენ უნდა დაიცვა ქვეყანა, მთავრობასთან ხარ ცუდად თუ ოპოზიციასთან, როდესაც გიტევენ, ქართველმა საქართველო უნდა დაიცვა, თანაც ტყუილად გვიტევენ.

რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ, ბალტიისპირელებმა თუ ვინ, თავიანთ საქმეს მიხედონ. დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქართველებს ჩვენი ადგილი გვქონდეს. იმპერიობას კი არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაფასეთ რა! ამიტომ ღმერთმა დიდი ძალა, რომ მოგცა ნუ დამიწყებ დაჩაგვრას, იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია იქ იქნება სადაც ქართველი ხალხი იდგება, არცერთ ლიდერს არ გაჰყვება, თქვენთან ერთად იდგება, სისხლის ბოლო წვეთამდე და სული რომ აღმოგვხდება, მაინც თქვენთან ვიქნებით, არაფრის არ შეგეშინდეთ, ეს დროც გასავლელი გვაქვს. როგორც მეგობრები ან დაშორდებიან ან რაიმე იქნება, არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით და დღეს თურმე შესაძლოა ჩვენ ჯარს დახმარებაც შეუწყვიტონ, ჯარი მთავრობის ხომ არ არის, ის ჩვენია.

არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ! დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, სულ ჩვენი დაჩაგრა უნდოდათ, მაგრამ მაინც გადავრჩით, ვენახებს გვიწვავდნენ და გვიჩეხავდნენ, მაინც ვაშენებდით, ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან. არავის არაფერს არ ვუშავებთ და რა დღეში ვართ, გადახედეთ თქვენს ნერვებს.

მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, მე არ მეშინია ამის თქმის, არ შემიშვებენ ევროპაში არც მჭირდება, რუსეთში ისედაც არ დავდივარ, საბჭოთა კავშირის დროსაც არ დავდიოდი, თვითონ იკითხონ, თუ ჩვენნაირი ადამიანები დაკარგეს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1726905220

საზოგადოება

„მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო“ - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით...

ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი

1726903459

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონქვინს შეხვდა, რო...

ცესკოს თავმჯდომარე

1726902225

საზოგადოება

„დამუნჯებული ვარ, უსამართლობისგან სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ...“ – რას ჰყვება კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით...

 კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი

1726898982

მსოფლიო

პაკისტანში კაცმა თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა

პაკისტანში კაცმა, უსაფრთხოების ზომის სახით თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა. The Times of India წერს, რომ ამის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ბლოგერმა Dr Gill-მა გამოაქვეყ...

პაკისტანში კაცმა თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა

1726863659

ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი საქმეების სიმრავლემ და სირთულემ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, შეეცა...

	ჰოროსკოპი