„მკვლელობა ჩადენილია არა მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერული შეუწყნარებლობით“ - კესარია აბრამიძის საქმის პროკურორი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.

ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

„გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული.

დარწმუნებული ვართ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მოპოვებული მტკიცებულებებით, სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობას და უვადო თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს.

მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ეს ნიშნავს იმას, რაც დადასტურებულია, მოწმეები განმარტავდნენ, რომ ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო ტრანსგენდერი ქალი და ამავდროულად მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ეკითხებოდა მას, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

"თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა“, - აღნიშნა პროკურორმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1726903459

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონქვინს შეხვდა, რო...

ცესკოს თავმჯდომარე

1726902225

საზოგადოება

„დამუნჯებული ვარ, უსამართლობისგან სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ...“ – რას ჰყვება კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით...

 კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი

1726898982

მსოფლიო

პაკისტანში კაცმა თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა

პაკისტანში კაცმა, უსაფრთხოების ზომის სახით თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა. The Times of India წერს, რომ ამის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ბლოგერმა Dr Gill-მა გამოაქვეყ...

პაკისტანში კაცმა თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა

1726863659

ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი საქმეების სიმრავლემ და სირთულემ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, შეეცა...

	ჰოროსკოპი

1726863278

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.  ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლ...

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს