მეუფე შიო: ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას

 „ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას...ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში,“- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეოთხე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეული ყრმის განკურნების შესახებ. ამ საწყალი ბიჭის მამა ჯერ მივიდა მოციქულებთან და სთხოვა თავისი ვაჟის განკურნება. მათ ეს ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მამამ იმავე თხოვნით უფალ იესო ქრისტეს მიმართა. უფალმა მას უთხრა: „თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“ (მარკ. 9, 23). აცრემლებულმა მამამ მიუგო: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკ. 9, 24). და აი, მამის რწმენით მაცხოვარმა განდევნა ეს არაწმინდა სული და ბიჭი განკურნა. შემდეგ მოციქულებმა ჰკითხეს უფალს, რატომ ვერ შეძლეს მათ მისი განკურნება. უფალმა მიუგო: „ეს მოდგმა (იგულისხმება ბოროტი სულების მოდგმა), განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“ (მარკ. 9, 29).

 

ძვირფასო ძმებო და დებო, არ არის შემთხვევით, რომ სწორედ დიდ მარხვაში წარმოგვიდგენს წმინდა ეკლესია სახარების ამ ეპიზოდს, ვინაიდან დიდი მარხვა ეკლესიამ დაგვიდგინა, როგორც სულისა და სხეულის სამკურნალო პერიოდი. ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც გვტანჯავს.

მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ ისევე ეშმაკეულები, ისევე შეპყრობილი, როგორც ეს ყრმა იყო, შედარებით ჯანმრთელნი ვართ, რადგან შეგვიძლია აქ მოსვლა, რათა ვილოცოთ და ღმერთი ვადიდოთ; მაგრამ ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში. რატომ? იმიტომ, რომ გვართმევს ადამიანურ ღირსებას და მადლს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობია ცოდვის სიმწარე და დამანგრეველი შედეგები. ჩვენ ამას ვგრძნობთ, განვიცდით, მაგრამ გვაკლია სიმამაცე და შემართება, რომ ცოდვას დავუპირისპირდეთ, აღმოვფხვრათ ჩვენი ვნებები, მანკიერებები. ეს ცოდვა, როგორც დამღუპველი სენი, მოდის ეშმაკისგან, ბოროტი სულებისგან, რომლებიც ჩვენს სისუსტეში პოულობენ თავის ძალას. ამ ძალის დამარცხება კი შეიძლება მხოლოდ მარხვით და ლოცვით.

და აი, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, მარხვა და ლოცვა - ეს არის ორი ფრთა, რომელთა მეშვეობითაც სულს შეუძლია ამ ცხოვრებისეულ ამაოებაზე ამაღლდეს და მიისწრაფოს ღმერთისკენ, ზეცისკენ. ამ დიდ მარხვაშიც წმინდა ეკლესია გვთავაზობს, ეს ორი ფრთა შევისხათ იმისთვის, რომ გადავურჩეთ ყოველგვარ დაცემას და განსაცდელს.

მაგრამ მარხვა და ლოცვა შრომას მოითხოვს, რაც მთელი ცხოვრების ღვაწლია. შრომის გარეშე არაფერი ეძლევა ადამიანს. მით უმეტეს, შრომის გარეშე შეუძლებელია სულის ცხონებაც. უფალმა კი ჩვენ შრომაზე გვაკურთხა. ამიტომ გვეხმარება შრომაში და ჩვენს ყველა კეთილ წამოწყებას წარმატებით აგვირგვინებს.

ასე რომ, შეგვეწიოს უფალი ამ დიდი მარხვის პერიოდში, ჩვენს სინანულში, ლოცვასა და მარხვაში, ხოლო თუ ჩვენ შეგვისუსტდა ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ რწმენაც შეგვისუსტდა; მაგრამ აქაც სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან ჩვენი შემწე არის უფალი და ამ შემთხვევაშიც უნდა გავიხსენოთ ამ ეშმაკეული ყრმის მამა დღევანდელი სახარებიდან და მისი ლოცვის სიტყვები: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. ამინ!,“ - განაცხადა მეუფე შიომ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743508092

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები - არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები...

მიხეილ ყაველაშვილი

1743507270

ახალი ამბები

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების გამო, 2 აპრილ...

მოძრაობა

1743505510

ახალი ამბები

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.   „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი...

პოლიტიკოსი

1743504360

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რითაც...

სოზარ სუბარი

1743503869

ახალი ამბები

პარლამენტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები და წესრიგდება მთელი რიგი საკითხები. კ...

საქართველოს პარლამენტი