მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება

გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბეშუმში, შუამთობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დღესასწაულს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა. მისი განცხადებით, „შუამთობა“ არის მაგალითი თუ როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას.
„გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა. ამ მართლაც გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი ზემო აჭარლები. საამაყო და მნიშვნელოვანი დღესასწაულია იმიტომ, რომ აქ ერთიანდება მთა და ბარი. აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება.
შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას. მე, როგორც პრეზიდენტმა, მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ რასაც აქ ვხედავ დიდ სიხარულს, ეს იყოს გადამდები მთელი საქართველოსთვის.
ჩვენი ვალია სწორედ ესეთი დღესასწაულები შევუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ იცოდნენ საიდან მოვდივართ, რას ნიშნავს ქართველობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა. სწორედ ამისთვის არსებობდნენ ჩვენი ძლიერი წინაპრები, რომ აქამდე მოიტანეს ეს სიყვარული, რომელიც ესეთი გადამდები და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მინდა წარმატებული, გახარებული იყოს ზემო აჭარა და მთელი საქართველო- უფალი გფარავდეთ!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შუამთობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები, გაიმართა ნიშნობის ცერემონია - ბეჭდის გადაცემა პატარძლისთვის. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება.
1754131240
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც
ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...
1754131197
საზოგადოებაპრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას
„გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტე...
1754129247
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას
ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში...
1754128325
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე
დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...
1754128251
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ
ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთა...