"ნამდვილად ფურთხის ღირსი ხარ დღევანდელი საქართველო აი ასე შეხვალთ უახლოესი ისტორიაში!" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს უფლებას მივცემ ჩემ თავს გითხრათ ის, რასაც ამ ქვეყნის უმრავლესობა გეუბნებათ!

ნამდვილად ფურთხის ღირსი ხარ საქართველო!

რა დანაშაულიც ამ კაცს არ უნდა ჰქონოდა წარსულში ჩადენილი, რა სახის სიმულაციაც არ ჰქონდეს დღეს ამ ადამიანის ადგილას მყოფ ადამიანს, ვთქვათ და აქვს ადგილი სიმულაციას, მაგრამ ადამიანი ამდენს ვერ გაითამაშებს და ვერ შეძლებს იმ მწვერვალიდან ასე დაეცეს ძირს, რომელ მწვერვალზეც ის იდგა, და თუ თქვენ გგონიათ დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლება თქვენი ძალებით დაანარცხეთ ძირს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის ყოფილი მთავარ სარდალი, თქვენ კი არ დაანარცხეთ, არამედ თქვენ თვითონ დაეცით იქ სადაც, ის ფურთხი ეცემა რომელ ფურთხზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ნამდვილად ფურთხის ღირსი ხარ დღევანდელი საქართველო აი ასე შეხვალთ უახლოესი ისტორიაში!

ეს სიტყვები გაჰყვება მთელს თქვენს მოდგმას და შთამომავლობას კი იცით ისტორია სასტიკია ის არაფერს ჰპატიობს!

რასაც მე და ის უამრავი ამ ქვეყნის მოქალაქე გეუბნებათ, ხვალ ამას ის თქვენი დიდი დიადი თქვენი ძმა რუსი გეტყვით!

რაც არ უნდა თქვათ აქ თქვენ თავს ვერ გაიმართლებთ, ეს არ არის ქართველი კაცის შესაფერისი მიდგომა, რუსეთიდან მომდინარე მუქარის და შიშის გამო ასე სასტიკად მოექცე შენივე ქართველს!

ასე არ უნდა დაგაბრმაოთ და თავის გამართლების მიზნით ათას სახელს არ უნდა არქმევდეთ ამ ფოტოს!

ეს ფოტო კი ის რეალობაა რაც მესამე პრეზიდენტის ბევრის მთქმელი გამწარებული გაწამებული განადგურებული ადამიანის დარჩენილი სიცოცხლის მკვდარ ცოცხალ ადამიანის სიცოცხლის ნიშნებს აღწერს!

და თქვენ საზოგადოებას ანახვებთ სიამოვნებით მარტო იმისთვის მტრის გულის გასახარად!

მორალურად და ფიზიკურად განადგურებული ადამიანის ფოტოს!

ადამიანი რომელიც 9 წელი ქვეყნის მთავარი სარდალი იყო ქვეყნის პრეზიდენტი იყო! 

თქვენ ხელისუფლება ამას სიამაყით გვანახებთ ქვეყანას და ქვეყნის გარეთ რა დღეში გყავთ თავისუფლება აღკვეთილი მიხეილ სააკაშვილი!

ყველაზე ცუდი კი ის არის და გავიწყდებათ, დიდი სიხარულიდან დიდ მწუხარებამდის სულ ერთი ნაბიჯია!

ჯანმრთელობას და გამძლეობას ვუსურვებ რუსების ყველაზე სასტიკ და დიდ მტერს სააკაშვილს!

თქვენს თავს კი მე ისტორიას მივანდობ, პუტინის ქოცხროვის ბორიას მონა იშვიათ პარაზიტს, მიდით მოკალით და იმასაც ვნახავთ, ამით რას მიაღწევთ!", - წერს მაჩალიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* 10 მარტს მწერალთა სახლში, ისრაელში მცხოვრები პოეტისა და მწერლის მაკა ფაცურიას რიგით მეოთხე წიგნის "უდაბნოთა შინას" პრეზენტაცია გაიმართება

* "მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარის პიკი 11:05 საათზე დილით გვქონდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგია თუ დაკავდებით" - რას წერს ეზოტერიკოსი

* "თვალ-ყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი, იმიტომ რომ მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით" - მთავრობის კანცელარიასთან ენმ-ს აქცია მიმდინარეობს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743511321

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშ...

ლევან მოსეშვილი

1743510734

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წელს სახელმწიფომ 40 პატენტი გასცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს ჯამში 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, ორი კი უცხოური. 2023 წელთან შედარებით, პატენტების რაოდენობა სამით გაიზარდა. საქსტატ...

საქსტატი

1743508092

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები - არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები...

მიხეილ ყაველაშვილი

1743507270

ახალი ამბები

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების გამო, 2 აპრილ...

მოძრაობა

1743505510

ახალი ამბები

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.   „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი...

პოლიტიკოსი