ნასაკირალზე ბევრ უპატრონოდ დაყრილ ძაღლს ვხედავ და ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი მახსენდება - ზურა შევარდნაძე

ცნობილი ბიოლოგ-ბოტანიკოსი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ნასაკირალზე ბევრ უპატრონოდ დაყრილ ძაღლს ვხედავ და ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი მახსენდება სულ, მინდა გაგიზიაროთ.

ადრე დილას ბებიამ სიმინდი გადარეკა და საფქვავი გაამზადა. ბაბუამ ტომარა გოდორში ჩადო და ბიქტორა ჩავლეშვილისას წაიღო წიკვილზე, მეც ავედევნე.. ბებიამ მოგვაძახა "არ დამიპიპკოს იცოდე, ხოროში მირჩონია საჭადედ ხოროში.. ერთი სამი კილო გული გამეიღოს საფელამუშედ გასამერდინებლად, გეყურებაა?..

"მეწისქვილე სარეკელს ფხეკდა წისქვილის წინ თხემლის ძირში. ბიქტორამ ჩვენს ტომარას ნახშირით დააწერა "მერიკო, ხოროში" და სკამლოგინაზე ჩამოდო, ნაშუადღევს დაგვიბარა.

წისქვილის წინ,მოზრდილ ყუთში,ბიქტორას სამფეხა ძაღლს, რომელსაც ფეხების რაოდენობის გამო როიალას ეძახდენ, ემშობიარა და შვიდი ერთიმეორეზე ჭრელი ლეკვი მზის გულზე გამოეფინა. გადავირიე და შავ თეთრთათებიან ლეკვს ვეცი, ბიქტორას ცოლმა ნინამ მითხრა" თვალი გუშინ გამოანჭყირეს ნენა, ჯერე ცოდუაა, ჭამოს ერხანს ძუძუ და არიკაცს არ გავაკარებ, შენ გაგატანო" მას მერე ყოველ დღე დავდიოდი წისკვილზე.

შინ ორი ძაღლი გვყავდა ამიტომ ლეკვი დედულეთში, ბახვში წავიყვანე ბებიასთან. ბებიამ საძროხის წინ მიუჩინა ყუთი, დილას და საღამოს მოწველილ რძეს უხვად ჩაუთქრიალებდა ალუმინის საღანში, ისიც დაეწაფებოდა. ცხვირს რომ ამოყოფდა ჭურჭლიდან შავი სახე რძით ქონდა მოსვრილი, მოდღურული, ამიტომ სიყვარულით მოდღუ დავარქვი.

საშუალოზე პატარა ტანის, ეზოს ძაღლად მალე გადაიქცა მოდღუ, მხიარული და ძალინ ერთგული გამოდგა, მარა ეშამკი რომ შეუჩნდება რამეს.. გაწუწკდა მოდღუ და ბუდეებს შეჩვია, ქათამი აკაკანებული არ იყო მიადგებოდა და ამოსვლეპდა კვერცხებს საბუდარიდან. მძევალსაც არ ტოვებდა.. ჩვენს ბუდებს რომ ჩამოუვლიდა მერე მეზობლების საქათმეებს სტუმრობდა.ჯერ მორიდებით და ბოლოს იმატა მეზობლების ავმა საჩივრებმა.

"კვერცხი არ შეგვარჩინა შურა დია", " ქათმები დამიფთხო და ბუდეს აღარ ეკარება არცერთი", "მოჭვა წამოაგდო გუშხამ ბუდიდან მაგ მოსასპობელმა" კი მერიდება მარა, აღარაა საშველი შურა დია.."

"წუწკი ძაღლის გულობიზა ამდენ ნაფერებ მეზობელს ვერ მევინდურებო" თქვა ბებიამ და მივხვდი ცუდად დამთავრდებოდა მოდღუს ამბავი.ადრე დილას ლოტარა ბრიგადირს გაურიგდა, ქალებს რომ წეიყვან ჩაში, წყალწითელაში გაგატან და გუუშვიო.სკოლიდან, რომ დავბრუნდი მოდღუ აღარ დამხვდა, ლოტარა ბრიგადირმა "ბეგლარიძის წისქვილთან დავტიე დვაბზუში, მაღაზიებია, სასადილოებია, ბევრი ხალხი ტრიალობს და არ დეიმშევაო." იმ ღამეს არ მძინებია და მას მერე ბევრი ღამე მოდღუზე დარდში გავათენე.

ყველა ვინც კვერცხის გამო მოდღუს უჩიოდა ბოროტად შევრაცხე.იმ ზამთარს ბებიას დიდი სანერვიულო შეხვდა და არ იყო კარგად. ოზურგეთელმა გულის ექიმმა მაჟავიამ საავადმყოფოში უნდა დაწვეთო. ექიმის სიტყვა კანონი იყო და მივგვარეთ ბებია მჟავიას.დანარჩენი მონაყოლი ვიცი, იმ ღამეს ბებია რომ დავაწვინეთ, ძაღლების ყმუილს და ყეფას გადუტანია ოზურგეთის საავადმყოფოს ეზო. ბებიას მოდღუს ხმა უცვნია, ფანჯრიდან გადაუხდავს და რა დაუნახავს? მოდღუ შვიდი, თავისნაირი ლეკვით.. ბებიას გული აჩუყებია, ეზოში ჩამოსულა და კარისკაცმა გვიამბო " მოვხუცდი კაცი და აქამდე ამფერი აფერი არ მინახავსო.." თავიდან ფეხებამდე ლოკავდა თურმე ბებიას ძაღლი.

იმ დღიდან ბებიას გამოჯანმრთელებამდე მნახველების მიტანილი ფუნთუშებით და მაწონით იკვებებოდა მოდღუ და მისი წვრილშვილი. ამ ამბავზე ლაპარაკობდა ექიმი მჟავიათ დაწყებული კარისკაცით დამთავრებული, ყველა.მოდღუ და თავისი ლეკვები ბებიას ფანჯრის ქვეშ დაბანაკდენ და არ სცილდებოდენ იქაურობას.

მოკეთებული ბებიას მოსაკითხად მამა და მე მივედით, ბებია წინ ჩავსვით, მოდღუ მე და მისი შვიდი ლეკვი უკანა სავრძელზე მოვთავსდით. გვაცილებდა ყველა, ექიმი ექთანი, სანიტარი, პაციენტები.. მას მერე ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი არ ვიცი. იმ ღამესაც არ მიძინია..

ბებიამ მე მოდღუს და მის შვილებს დუსტი მოგვაყარა უხვად, მერე დიდ ჩახანაში წყალი გაათბო და ძაღლი და ლეკვები სარეცხი საპნით დავბანეთ.სამონელით მოვაცილეთ ძველი ბეწვი.ბებიას სანახავდ მოსულმა მეზობლებმა თითო ლეკვი უსიტყვოდ წაიყვანეს, ერთი ნაჭყებიებმა, ერთი ცეცხლაძნებმა და ანდღულაძნებმა. კლარა ბიცოლამ ორი წაიყვანა და ერთი ერკეთში გაუგზავნა ქალიშვილს. ლოტარა ბრიგადირმაც წაიყვანა ერთი.

მოდღუს სულ გვრცხვენოდა რომ ასე მოვექეცით და გვიკვირდა არაფერი რომ არ ეწყინა და მაინც ერთგული დარჩა ჩვენი.

მოდღუმ ბედნიერად, ლაღად იცხოვრა ბებიასთან აგერ ჩემს სტუდენტობამდე, კვერცხისკენ და ბუდისკენ არასდროს აღარ გაუხედავს.“

წერს ზურა შევარდნაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ენმ: 20-ზე მეტ ადამიანს მოუწია შიმშილობის შეწყვეტა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

🔵 დეზერტირების ბაზართან ურიკაზე კაცი გაიყინა - კალაძე ამბობს, რომ მას ჰქონდა სახლი

🔵 დღეს, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი... მთელი გულით მინდოდა მოსწრებოდი შენს მესამე შვილიშვილს… - ნოე სულაბერიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792136823

საზოგადოება

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....

საპატრიარქო საპატრიარქო

1792135570

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ

იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792134893

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...

გიორგი კალანდარიშვილ

1792134377

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე

1792132662

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უ...

ნარკორეალიზაცი