ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და „იმედის“ დახურვას და რეიდის ჩატარებას ამართლებდა - ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და თქვენი ტელევიზიის დახურვას და რეიდის ჩატარებას ამართლებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა
„მაშინ არ იყო თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველი?! მაშინ კრიტიკული მედია არ იყო ხელშეუხებელი?! როდესაც გამოდიოდა ამბობდა, რომ „იმედი“ უნდა დაიხუროსო, სახელმწიფოს სჭირდება ასეო და დღეს, როდესაც ამდაგვარი საერთოდ არ ხდება - მისი ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ჟურნალისტები ჩვეულებრივად მუშაობენ. დღეს ამბობს ზუსტად იმას, რაც მაშინ უნდა ეთქვა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, გვარამიამ დანაშაული ჩაიდინა, ამოეფარა მედიას, პოლიტიკას და დღეს ამ სტატუსით ცდილობს რომ მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს.
„დღეს მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემამ საქმე აღძრა ყოფილი პრეზიდენტის, დოდონის წინააღმდეგ. მოლდოვასაც შეტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მოლდოვის სასამართლოც პოლიტიზებულია და დაკვეთებით მუშაობს? გვარამია ცდილობს თავისის სტატუსით მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს. ეს არის ევროპული სასამართლო? მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით ვინც საქართველოში მუშაობს, რადგან ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას რა შეუძლია. რამდენი ცრუ წერილის დაწერა შეუძლია, რამდენი ზარის გაკეთება შეუძლია არარსებულ ინფორმაციაზე. თვითონ ეს ხალხი არ იყო ელჩებს რომ ლანძღავდნენ 2-3 თვის წინ. ამერიკის ელჩს თავს რომ დაესხა პირდაპირ ეთერში და აკრიტიკებდა გვარამია აღარ გახსოვთ? ევროკავშირის ელჩს რომ დაესხნენ თავს და აკრიტიკებდნენ აღარ გახსოვთ? ესენი არ იყვნენ, რომლებიც დღეს მოუწოდებენ ამ ხალხს გამოდითო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
წყარო:ტვ იმედი
ასევე წაიკითხე:
🔵ფრონტის ხაზიდან უფრო მეტი კარგი ამბავია, ვიდრე ცუდი! - ბუკა პეტრიაშვილი
🔵უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს
🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - 20 მაისის პროგნოზი
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























