ნიკოლოზ სამხარაძე „MEGOBARI აქტზე“ საქართველოს პარლამენტის პასუხზე: ნებისმიერი ასეთი ქმედება და ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს უამრავ დეზინფორმაციას და ბრალდებას, საჭიროა რომ იყოს პასუხგაცემული

ნებისმიერი ასეთი ქმედება და ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს უამრავ დეზინფორმაციას და ბრალდებას, საჭიროა რომ იყოს პასუხგაცემული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საქართველოს პარლამენტის პასუხზე საუბრისას.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პარლამენტი, როგორც მთავარი საკანონმდებლო ორგანო ქართველში, ვალდებული იყო, რომ დაეცვა საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხის პრესტიჟი და პასუხი გაეცა იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, რომელიც ამ აქტში იყო ჩამოწერილი. თუ შენ პასუხს არ სცემ ბრალდებას, ასე ითვლება, რომ ამ ბრალდებას ეთანხმები. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც აუცილებელი იყო, რომ ჩვენ გაგვეცა საკადრისი პასუხი და რეალობა აღგვწერა, თუ ხდება საქართველოში, რა პროგრესი განიცადა ქვეყანამ და რა ხდება ჩვენს ურთიერთობებში რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, რომელთან მეგობრობასაც გვამადლიან, გვამუნათებენ თუ გვაბრალებენ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1747328841
საზოგადოებაპროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმ...
1747328040
ახალი ამბებიპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პ...
1747326743
საზოგადოებაeTN: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წ...
1747324736
ახალი ამბებიაფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ
აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლი...
1747323887
მსოფლიო„არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ვეძებოთ, მოდი, შევხვდეთ“ - ზელენსკიმ პუტინს ყოველგვარი პირობების გარეშე შეხვედრისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ლიდერობა უნდა გამოიჩინოს და პირადად უნდა შეხვდეს მას. მისი თქმით, ასეთი საქციელი არა მხოლოდ უკრაინი...