ნონა გაფრინდაშვილი: ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ოპერაცია იყო, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ. ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული და მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე კომისიის წევრები 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ და ნონა გაფრინდაშვილს უსმენენ.
ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავს რამეს ვერავინ წარმოიდგენდა.
„ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაცია იყო, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ იმიტომ, რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა, 9 აპრილიდან დაწყებული რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც დაწყებულა, მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენ ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული.
9 აპრილი, ეს საშინელება იმიტომ ვახსენე, რომ კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ყველა აქცია, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩატარებული, იქნებოდა რეგიონებში თუ თბილისში, არცერთ აქციაზე ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. ვინც ვიყავით სცენაზე, ისინი ვლაპარაკობდით. ვყვებოდით იმას, რაც ხდებოდა- წამებები, ჩაცხრილვები, დაჭერები, უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. მარტო ვლაპარაკობდით ჩვენ და იქ ხალხი მოდიოდა“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
1747645790
საზოგადოებადავით ჭიჭინაძე: დათა ახალაიას სპეცრაზმს სპეციალური „შიპებიანი" ხელთათმანები ეცვათ, სახე გაგლეჯილი მქონდა - ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ხალხი და სიმწრით რომ მიხვდები, ასეთ ნაცემს კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ
იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რო...
1747645330
საზოგადოებანათია თურნავა: ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ...
1747644962
საზოგადოებანონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე: თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხვდა, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავმა ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ - დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1747643402
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრო...
1747641335
საზოგადოებადავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: არასოდეს ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა. ახლა რომ არის მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი, გახდები გმირი - ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია
„როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ [ნაციონალური მოძრაობა], მათი გაცხადებული რეჟიმი, დღის წესრიგი იყო, რომ სამართლიანობა ყოფილიყო, ბიუჯეტი გაიზრდებოდა, უკეთეს პირობები იქნებოდა და რა მივიღეთ?! გაგახსენებთ...