"ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ძმიშვილს მანქანა დააჯახა, მისმა შვილმა ბიჭი მომიკლა - შვილმოკლული მამა
პროტესტის მეორე დღე - შვილმკდარი მამა პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს და ამ ფორმით სამართალს ითხოვს.
კარლემ მერტონიანი 23 წლის შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს. მოქალაქე ამტკიცებს, რომ გამოძიებას პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს და დამნაშავეებს მფრველობს.
მერტონიანი ხელს "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს სამსონ თამარიანს ადებს. მისი თქმით, წალკის საკრებულოს ყოფილი წევრი მის 14 წლის ძმიშვილს ავტომობილით შეეჯახა, თამარიანის შვილმა კი 23 წლის ბიჭი მოკლა.
"6 საათის შემდეგ, პროკურატურიდან გამომიშვეს და შიგნით გაჩერების უფლება არ მომცეს. მე ვაპირებ აქ ვიჯდე და ვიშიმშილო. მინდოდა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რომ მისთვის სიმართლე მომეყოლა. მინიმუმ 15 ადამიანი უნდა იყოს ციხეში, რომ სამართლიანობა აღდგეს.
რაც შეეხება სამსონ თამარიანს, მან ავტომობილი დააჯახა 14 წლის არასრულწლოვანს. მისმა შვილმა კი მოკლა ჩემი შვილი. მან გადაიხადა დიდი ფული, რომ თავისუფალი ყოფილიყო. ეს გააკეთა პროკურორმა შოთაძემ. ახლა კი ჩემი შვილის მკვლელები თავისუფლები არიან, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია"- აცხადებს მოქალაქე.
საუბარია 2016 წელს მომხდარ დანაშაულზე, როცა 23 წლის ანტონ მელტონიანი მოკლეს. მამის მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭს ჯერ ავტომობილი დააჯახეს, შემდეგ სახლში მივიდნენ და ტყვია შუბლში დაახალეს.
მისივე თქმით, სასტიკ დანაშაულში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა.
წყარო: TV პირველი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵Covid-19 საბედისწერო აღმოჩნდა სტუდენტ სოფიკო კვარაცხელიასთვის - სოხუმის უნივერსიტეტი
🔵კახეთის გუბერნატორი ავარიაში მოჰყვა - ირაკლი შიოშვილი კლინიკაშია გადაყვანილი
1792162860
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს იგნასიო კასისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთოს მოქმედი თა...
1792162018
ახალი ამბებიბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...
1792159555
ახალი ამბებიარასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...
1792157386
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...































