პატრიარქი: დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვის ზრუნვის აუცილებლობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს სოციალურ ქსელში ულოცავს.
„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს.
ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.
თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული - განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.
დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვის ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.
ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.
ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და განსაკუთრებით, ვეტერანებს - გამარჯვების ზეიმს.
„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“ (რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
1746813203
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე: სახელმწიფო და კონკრეტული თანამდებობის პირები ერთადერთი რამის გამო ვისჯებით - ვიცავთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს
ჩვენ სასიცოცხლოდ ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს. ჩვენი მოქალაქეები თავად დარწმუნდებიან, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ...
1746811099
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად
არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრა...
1746808898
მსოფლიოსიარტო: უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა
„უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. როგორც სიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სა...
1746807223
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო
„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის...
1746806350
საზოგადოებაირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა
„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდ...