პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანის შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული თ.შ., 2006 წელს დაბადებული მ.ჯ., 2003 წელს დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული რ.ჩ. და 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ
მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამიისტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750337177

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. „საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო…თვითმმართველობის არჩ...

მამუკა მდინარაძე

1750336659

სპორტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი...

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი

1750336067

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან გამართა შე...

საქართველოს პრეზიდენტი

1750335963

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: სამარცხვინო ევროდეპუტატები ითხოვენ - შეასრულეთ ორი როლი, ომის დროს, უნდა იყოთ „საზარბაზნე ხორცი“, ხოლო მშვიდობიანობისას, „საჯილდაო ქვა“ რუსეთის დასავლეთთან ვაჭრობის პროცესში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, „ერთადერთი შანსი საქართველოს გადარჩენის, ის არის, რომ ის იყოს პრობლემა დასავლეთისა და რ...

ზურაბ ქადაგიძე

1750334272

ახალი ამბები

საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა, 10 ხმით, გენერალური პროკურორობის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა...

 გიორგი გვარაკიძე