პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, წელსაც გიმასპინძლოთ იფთარზე. ეს შეკრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ძმობა, ერთობა და ურთიერთპატივისცემა ურყევია. თითოეულ მუსლიმს საქართველოში, მთელ მუსლიმ თემს ვულოცავ რამადანის წმინდა თვეს. სულ მალე ისლამური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს. ეს არის ერთიანობისა და ძმობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქართული სახელმწიფო თქვენთან ერთად იზიარებს. ჩვენი სიძლიერე არის იმ ერთობაში, რომელიც საქართველოში, ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გვაკავშირებს.

დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია ის, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური. ვფიქრობ, ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს რთული ვითარებაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მინდა ვუსურვო მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა, იყოს წინსვლა და განვითარება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773167671

საზოგადოება

ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირ...

ეტიბარ ემინოვიეტიბარ ემინოვი

1773167636

საზოგადოება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვ...

საპარლამენტო დელეგაცია

1773165426

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე: გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან

გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან,...

გიორგი ჩაკვეტაძე

1773162992

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?

ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს, - წერს ყოფილი პოლიტპატ...

გიორგი ზერეკიძე

1773160285

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ამ ომში ჯერჯერობით მ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი