პრემიერი: სოფლის მეურნეობის განვითარებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები.აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა 1 მილიარდი ლარით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია

სოფლის მეურნეობის განვითარებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები - აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო 16,6 მილიარდი, გასული წლის მაჩვენებელი არის 17,6 მილიარდი. რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, ის ხორციელდება მსოფლიოს 107 ქვეყანაში. გეოგრაფიული დაფარვა და არეალიც მუდმივად ფართოვდება. მთლიანობაში, ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც არის ასევე რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მლნ დოლარზე მეტით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც არის 11%-იანი მატება 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში გრძელდება სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

„ერთ-ერთი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სადაც გაიცა 889 მლნ ლარის 5218 სესხი 4578 ბენეფიციარზე. ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის პროგრამა. აქ 6176 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 10 849 პოლისი, გასული წლის განმავლობაში.

„დანერგე მომავალი“, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 395 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 43 მლნ ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 20 მლნ ლარზე მეტი. მხარდაჭერამ მოიცვა 2400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაღალმთიან დასახლებებში გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. ბიუჯეტი გასულ წელს შეადგენდა 9 მლნ ლარს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამას დაეთმო 24 მლნ ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751030792

საზოგადოება

პრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება

ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...

პრემიერი, კობახიძე

1751030682

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას

ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1751030254

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7242 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ზოგადი

1751029563

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები

წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პა...

ირაკლი კობახიძე

1751028506

საზოგადოება

პრემიერი: რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია

რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხს...

ირაკლი კობახიძე