პრემიერი: სურამის შემოვლითი გზის გახსნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ და უსაფრთხო რგოლად

მინდა, მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი - სურამის შემოვლითი გზის გახსნა, რაც, ნამდვილად, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მასშტაბური საინჟინრო პროექტი - 6.4 კილომეტრი სიგრძის გზა, 11 ხიდითა და 5 გვირაბით, სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
„გასულ წლებში, ჩვენ გავხსენით რიკოთის ურთულესი მონაკვეთები და ბათუმის შემოვლითი გზა, დღეს კი, სურამის ამ მონაკვეთის გახსნით, თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი გვექნება. ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს, გაზრდილ უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, სურამისა და მიმდებარე დასახლებების განტვირთვას სატრანზიტო მოძრაობისგან. ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფრასტრუქტურა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად. ეს ნიშნავს შემცირებულ ლოგისტიკურ ხარჯებს, გაზრდილ ტვირთბრუნვას, ახალ სამუშაო ადგილებს და მზარდ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტის სარგებელი პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, რეგიონულ და გეოპოლიტიკურ პოზიციებს.ეს პერსპექტივა ყველაზე უკეთ ჩანს ციფრებში, რომელიც უკვე მიღწეულ შედეგებს და მათ მასშტაბებს ასახავს: ჩვენი ხელისუფლების პირობებში აშენდა 298 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ”- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დაიწყება ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით - ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე პროექტს და დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას; ამით ჩვენს მეზობლებთან ჩქაროსნული მაგისტრალებით კავშირი სრულად იქნება უზრუნველყოფილი,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალწლიან პარტნიორს - მსოფლიო ბანკს და ყველას, ვინც ჩართული იყო მასშტაბური პროექტის განხორციელებაში.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
1755282083
საზოგადოებაპრემიერი გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლების ბერლინში შეხვედრაზე: კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით
ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერ-მინისტ...
1755282049
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე: იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებით დასრულდება - მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა
იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი...
1755281607
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობა ალბათ უკვე შვიდჯერ შექმნეს, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს, რადგან ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები
ოპოზიციის ერთობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან....
1755281579
საზოგადოებაპრემიერი: ეკონომიკის ზრდა არის უმთავრესი იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი მოსახლეობისთვის და გავამყაროთ ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო გეოპოლიტიკაში
ჩვენ გვაქვს გამორჩეული, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო საგადასახადო რეჟიმი - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, - განაცხადა პრემიერ...
1755281483
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს - ევროინტეგრაციას
ჩვენთვის რა თქმა უნდა, მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას, - ამის შესახე...