"პუტინის რუსეთის ცრემლები საბჭოთა კავშირის დაშლაზე დღეს უკრაინის საზღვრებთან ზანზარებს, ხვალ შეიძლება კვლავ ჩვენთან იყოს" - ნინო ჩხეტია

პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სამი ზღვის ინიციატივის" ექსპერტი ნინო ჩხეტია, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების განლაგებას ეხმაურება და წერს:

"19 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ოფიციალურად დაიწყო საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.  

26 დეკემბერს 1991 წლის ოფიციალურად დაიშალა საბჭოთა კავშირი. 

სამართალ-მემკვიდრედ გამოცხადდა რუსეთის ფედერაცია.

30 წლიანი უახლესი ისტორიით დგინდება, რომ თანამედროვე რუსეთი არამხოლოდ სამართლებრივი მემკვიდრეა ის ჯერ კიდევ იმპერიული განცდებისგან ვერ განთავისუფლებული სახელმწიფოა, რომელიც კვლავინდებურად უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს სუვერენული საქართველოსთვის.

პუტინის რუსეთის ცრემლები საბჭოთა კავშირის დაშლაზე დღეს უკრაინის საზღვრებთან ზანზარებს, 
ხვალ შეიძლება კვლავ ჩვენთან იყოს.

ყოველი მეექვსე წელი არის ახალი აგრესიული ატმოსფერული ნალექი,რომელიც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისათვის თავზარდამცემია.

30 წელი უაღრესად ცოტაა ისტორიისათვის, თუმცა ამ 30 წელს წარმოებული ბრძოლა იძლევა იმის იმედის საშუალებას, რომ ჩვენ მოვახერხებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

ამ ბრძოლას ჰყავდა გმირები: ეროვნული მოძრაობის ლიდერები, პირველი პრეზიდენტი, ჩვენი სამხედროები და ა.შ. ეს იმაზე ბევრია ვიდრე ვინმე სხვას გაუღია.

მოკლედ

#დავუძრებით მტერს ",- წერს ფეისბუკზე ნინო ჩხეტია.

სხვა სიახლეები:

🔳 "შობას გილოცავთ! თუმცა, ქრისტე გუშინვე გაიყინა ქუჩაში, ვერავინ იცნო" - ხატმწერი დავით ხიდაშელი, დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ეხმაურება

🔳 რა ხდება იტალიურ სკოლაში? - იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება და სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ

🔳 ელენე ხოშტარია: ნაწამები ბავშვები, გაყინული უსახლკარო კაცი და უამრავი კოვიდით გარდაცვლილი - ასე ვხვდებით ახალ წელს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788272258

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...

გივი მიქანაძე

1788269421

საზოგადოება

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...

 დაურ ბუავა

1788268048

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...

ვალუტის კურსი

1788267568

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტი...

ყველის არალეგალური საწარმო

1788266753

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველ...

საქართველოს პარლამენტი