„ქალაქის შუაგულში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ტერორისტული აქტი მოუწყვეს, ესროლეს მის ნიჭს, წარმატებას, ესროლეს მის სურვილს“ - ნიკო კვარაცხელიას დედა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
2021 წლის 15 სექტემბერს, ვერაზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
„ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან, ერთი წლის წინ 15 სექტემბერს ქალაქის შუაგულში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ტერორისტული აქტი მოუწყვეს, ესროლეს მის ნიჭს, წარმატებას, ესროლეს მის სურვილს, მისივე შექმნილი სოციალური მედია პლათფორმით “Feedc”-ი საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე დაეტანა, ასროლინეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა, არქიფო სეთურის შთამომავლებმა, ბერბიჭაშვილებმა, მათ ხომ სექტემბერი კარგად აქვთ დაცდილი, შეუმდგარი, სულგაყიდული ახალგაზრდები ლაჩრულად ზურგიდან მიუშვეს!
ესროლეს მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან იმავე წუთს ნიკოს ტრაგედია ათასობით ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა, იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც ნიკო თავისი საქმით ტრაგედიის მერე გაიცნო, მუხლმოდრეკით მადლობას გიხდით ვინც ჩვენთან ერთად აგერ უკვე ერთი წლის განმავლობაში გლოვობთ ნიკოს. მას შემდეგ ყოველი გათენებული დღე არის ჩემი ოჯახისთვის 15 სექტემბერი, ყოველ დღეს სწორედ ისე მეფლითება მთელი სხეული როგორც ჩემს შვილს დაუფლითეს ქვეყნის მტრებმა!
ბატონო პრემიერო თქვენ პირადად მოგმართავთ და გთხოვთ , ფიქრით ხუთი წუთით განიცადეთ ის ტკივილი როგორი ტკივილითაც ჩვენი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობს, პირადად დაინტერესდით! საქმე მკვლელობიდან მეორე დღესვე ორმა ღირსეულმა მოქალაქემ, ტაქსის მძღოლმა გახსნა, როდესაც მკვლელების მიერ გადაგდებული მობილური ტელეფონი პოლიციაში წარადგინა, არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება, სამწუხაროდ მკვლელობიდან თითქმის ექვსი-რვა თვის მერე დაიკითხნენ ის პირები რომელთა სახელები უშვალოდ ფიგურირებს საქმეში! ბატონო პრემიერო გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, და მოუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს წლის თავზე მაინც დაერქვას ყველაფერს და ყველას თავის სახელი, მე ნიკო კვარაცხელიას დედა აუცილებლად ნიკოს სახელით გავაკეთებ ყველაფერს რომ სხვისი შვილები არ აღმოჩნდნენ ჩემი ნიკოს დღეში, მკვლელები, დამკვეთები და თანამზრახველები არიან ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საშიშნი, საშიში თქვენი, ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ციხის კედლები კი არის მათთვის გადარჩენის გზა, იქ უკეთ დაფიქრდებიან საკუთარ გაყიდულ სულზე!
ნიკოს ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მოვუწოდებდით სინანულისკენ მკვლელებსაც, დამკვეთსაც და თანამონაწილესაც, საწყევარი და საძრახისი სიტყვაც არ დაგვცდენია და არც ახლა ვაპირებთ, მაგრამ თუ სამართალი ვერ ვპოვე ნიკოს სახელით ყველა ახალგაზრდას ვთხოვ გაერთიანებას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ვისაც აღელვებს მისი მომავალი და სამართალს მაინც ვიპოვი!!!
კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო პრემიერო ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან არ მაქვს ამის სურვილი, მეც თქვენსავით მცირეწლოვანი შვილები მყავს აღსაზრდელი, მომეცით შვილის გლოვის საშუალება!!!
იზა ომაძე.
ჩემო წამებით გასულო შვილო ამ ქვეყნიდან, ჩემო ნიკო მადლობა იმ ოცდაორი ძვირფასი წლისთვის, მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის რომელიც ჩვენს ოჯახში შენი მოვლინებით შემოიტანე, და იმ სიძლიერისთვის, რაც შენი იმიერში გადანაცვლებით დაგვიტოვე, ბერი პაისი ამბობს, ნაადრევად ზეცაში გასული შვილები, ღირსეულ მშობლებს სამოთხის კართან რიპიდებით ხვდებიანო უკვე წარმომიდგენია ის დღეც. ისე დედებო თუ ციხეში მყოფი შვილები გენატრებათ სანუგეშოთ ნიკოს საფლავზე გელით.
“ვფიქრობ, ფიქრში ვიძირები,
ვეღარ ვუძლებ ტკივილებს,
სიზმარში ვარ,
თავს ვიტყუებ, მერე ისევ ვიღვიძებ.
მელანდება? კლავს გველეშაპს,
აგერ თავიც გაგორდა,
ხოდა სანამ აქოთდება,
გამოვფხიზლდეთ რა მოხდა!”
შენი დედა“ – წერს იზა ომაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ლარი გამყარდა - ნახეთ რამდენად შეიძენთ 15 სექტემბერს უცხოურ ვალუტას
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...































