"ქართული ოცნების" რეალური გეგმაა არა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, არამედ ამ პროცესის საბოტაჟი და ევროპული გზის ბლოკირება" - ნუგზარ წიკლაური
"ქართული ოცნების“ რეალური გეგმაა არა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, არამედ ამ პროცესის საბოტაჟი და ევროპული გზის ბლოკირება",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
"მმართველი გუნდის თავმჯდომარის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მთავარი წინააღმდეგობა დღეს არის ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა.
ევროპას ომი უნდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიგვიღებენ ევროკავშირში – ეს არის რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი კრემლიდან და ამის შესახებ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, როდესაც თქვა, რომ ესაა „ეფესბეს“ პირდაპირი ნარატივი.
ეს აღარ არის ბიუროკრატიული კინკლაობა, არამედ რუსული დავალებით ევროპული იდეის წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გალაშქრებაა.
საქართველოსთვის მომავლის წართმევა და ევროპული არჩევანის დისკრედიტაციის დაუფარავი მცდელობა – ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური გეგმა.
არა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, არამედ ამ პროცესის საბოტაჟი და ევროპული გზის ბლოკირება.
შევახსენებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროპას, ხოლო მოქალაქეების 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის არის მიუღწეველი.
გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ხალხის აზრი, თუ არ უნდა, მიიღოს მართლაც ყველაზე მასშტაბური გამოსვლები ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ", – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1736602609
ახალი ამბები„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი
„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...
1736599831
ახალი ამბებისოხუმში სამი ადამიანი მოკლეს
11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...
1736599760
მსოფლიოამერიკელი სოულ-მომღერალი სემ მური გარდაიცვალა
ამერიკელი სოულ-მომღერალი სემ მური, 89 წლის ასაკში, ფლორიდაში გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - იუწყება MSN. მური 1960-ანი წლების პოპულარული დუეტის Sam & Dave-ის წევრი იყო. სემ მურისა და...
1736597953
მსოფლიო„ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას“ - ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო
ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრი, ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობი...
1736595287
ახალი ამბები„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი, მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია და არ იციან, რა უნდა გააკეთონ“ - ლევან მაჭავარიანი
„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი და ის პიროვნებები, რომლებიც დაჯგუფებულები არიან, თავიანთ პარტიებშიც კი დიდი სიმპათია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ის ოთხი რადიკალური პარტია, რომელიც გააერთიანეს “ე...