„ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას“ - ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო
ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრი, ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას, რაც უკიდურესად აღმაშფოთებელია.
„როდესაც ათი მილიონი დოლარი უკანონოდ იყო გადაგზავნილი უნგრელი მემარცხენეებისთვის 2022 წელს მათი საარჩევნო კამპანიის დროს, ბრიუსელის ელიტა დუმდა. როდესაც აშშ-ს საელჩომ ბუდაპეშტში დაიწყო დაფინანსების გადანაწილება მემარცხენე მედიისთვის, ბრიუსელის ელიტა დუმდა. როდესაც უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სუვერენიტეტის დაცვის შესახებ, რათა შემდგომში მსგავსი ჩარევის პრევენცია მოეხდინა, ევროკომისიამ უნგრეთს სასამართლოში უჩივლა“, - წერს ლასლო.
მისი თქმით, სამაგიეროდ ევროკომისრებმა თბილად მიიღეს ჯორჯ სოროსი ოფიციალურ შეხვედრებზე და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირს ლობირებენ, დაფინანსებას სოროსისგან იღებენ.
„ახლა, როდესაც გამოჩნდა კიდევ ერთი მილიარდერი, რომელიც ბედავს და მხოლოდ თავის აზრს გამოთქვამს ევროპულ პოლიტიკაზე ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, ე.წ. ლიბერალურ ელიტას სურს გააუქმოს დემოკრატია, თუ მას არ მოეწონება შედეგი. ისინი გულახდილად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ზუსტად ეს გააკეთეს მათ ცოტა ხნის წინ რუმინეთში. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები ბრიუსელში. ჩვენ გვჭირდება დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და ჩვენი სუვერენიტეტი“, - აღნიშნავს ლასლო.
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...
1765483408
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....
1765482422
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამას ველოდით
„ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას. მი...
1765480392
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა
„ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ - იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ქნესე...
1765478558
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დროა, გამოფხიზლდნენ ევრობიუროკრატები და დროა, ზოგადად, გამოფხიზლდეს ევროპელი ხალხი, გაიმარჯვოს საღმა აზრმა ევროპაში, როგორც გაიმარჯვა აშშ-ში - ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ
ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მისივ...





























