ქართველი კაცი პოლონეთში პოლიციელად ასაღებდა თავს და ხანდაზმულებს დიდი ოდენობით თანხებს სძალავდა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ადგილობრივმა პოლიციამ სულ 4 ადამიანი დააკავა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თაღლითური სქემით ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებული.

ბრალდებულების დაკავება ქალაქ პოზნანში მოხდა, თუმცა მანამდე, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება ქალაქ ტარნოვში ხანდაზმული კაცისგან 25 000 ზლოტის გამოძალვას გეგმავდა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, პოლიციამ დაადგინა, რომ ის ანალოგიური სქემით პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მოქმედებდა - თაღლითურად მოპოვებულმა თანხამ საერთო ჯამში 220 000 ზლოტი შეადგინა.

ოთხივე დაკავებულს ბრალდება თაღლითობის მუხლით აქვთ წარდგენილი და მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება-დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს  

🔵"ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ" - ეკა ბესელია   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746960824

საზოგადოება

ბათუმის ვიცე-მერი: ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები

 ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში, - განუცხადა „ქრონიკას“ ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ. მისი თქმით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანე...

ნუკრი დეკანაძე

1746960692

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

 „ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი გაბუნიამ...

გიორგი გაბუნია

1746956869

ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთ ბარში 30 წლამდე კაცი მოკლეს

თბილისში, გამთენიისას ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, მოკლულია 30 წლამდე კაცი. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძი...

პოლიციაპოლიცია

1746955922

მსოფლიო

ტრამპი: ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ჩინეთთან შვეიცარიაში, ბევრი რამ განვიხილეთ, ბევრ რამეზე შევთანხმდით, დიდებულ პროგრესს მივაღწიეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების გადატვირ...

დონალდ ტრამპი

1746955762

ახალი ამბები

ხაშურში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის კაცი დააკავეს. არსებული ცნობით, ბრალდებული კაცი მუსიკის მასწავლებელია. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკო...

დანაშაული