რა ქონებით მოდის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

ცნობისთვის, მანამდე აზარაშვილი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. გარდა ამისა, აზარაშვილი იკავებდა „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორისა და „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის თანამდებობებსაც.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის დეკემბერში დატოვა. რაც შეეხება აზარაშვილის ქონებრივ თუ ფინანსურ მდგომარეობას, როგორც მის მიერ 2021 წლის 17 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, აზარაშვილის შემოსავალმა „დელტას“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის 10 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში - 58 362 ლარი; „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პოსტზე 2020 წლის 24 აპრილიდან 31 დეკემბრის პერიოდში 46 199 ლარი; „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 11 მარტის პერიოდში - 174 870 ლარი; „დელტა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლად მუშაობისას კი 2020 წლის 26 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში 4 643 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში თბილისში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი.

მის ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 6 480 ლარი, 24 907 ევრო, 1 860 დოლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი (ავტომობილის რეალიზაციიდან) 15 000 ლარი და 5 000 დოლარი ჰქონდა. მასვე საჩუქრის სახით თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული აქვს 2 500 ღირებულების იარაღი.

ამასთან, როგორ დეკლარაციიდან ირკვევა ზურაბ აზარაშვილს ჰყავს მეუღლე და 5 შვილი. მისი ერთ-ერთი შვილი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც 2019 წელს მამისგან ჩუქებით აქვს მიღებული. ასევე მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა პრადო“, რომელიც 2019 წელს 54 000 ლარად აქვს შეძენილი. ამასთან, აზარაშვილის მეუღლესა და შვილებს დეკლარაციის შევსების დროს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 3 114 ლარი და 650 დოლარი ჰქონდათ.

წყარო:bpn.ge

ამავე თემაზე:

🔵ექიმის ოჯახშია გაზრდილი, ხუთი შვილის მამაა, წარმატებული იქნება - ღარიბაშვილი მინისტრ აზარაშვილზე

🔵რა გამოცდილება  აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილს (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788272258

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...

გივი მიქანაძე

1788269421

საზოგადოება

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...

 დაურ ბუავა

1788268048

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...

ვალუტის კურსი

1788267568

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტი...

ყველის არალეგალური საწარმო

1788266753

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველ...

საქართველოს პარლამენტი