რამდენჯერ მშიერი იძინებდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, შვილებს აპურებდა… - მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი 90-იანი წლების დროს, ერთი ოჯახის ტრაგედიას იხსენებს, რომელიც მარტოხელა დედის ყოველდღიურობასა და გარდაცვალების ტრაგიკულობას აღწერს.

"საყოველთაო შიმშილის პერიოდში ყველა თავის გატანაზე იყო გადასული. გმირობად ითვლებოდა, თუ გაუძლებდი და მშიერი არ მოკვდებოდი…

აფხაზეთის ომმა, სამოქალაქო დაპირისპირებამ, მხედრიონელების პარპაშმა ბოლო მოუღო, ისედაც ობლად დარჩენილ მოსახლეობას…

გარშემო ყველაფერი ნაცრისფერი იყო… აღარც იმედის ნასახი არსებობდა.

სოფლის ბოლოს სამშვილიანი დედა თავს ვეღარ ართევდა იმაზე ფიქრს, მოზარდები როგორ გამოეკვება…

ვეღარც მეზობლები ეხმარებოდნენ. ყველას თავისი გასაჭირი ჰქონდა.

ყველა მარაგი ამოეწურათ. არც არაფერი ყოფილა მარაგში, სიმინდის ფქვილის, უშაქროდ მოხარშული ვაშლის ჯემის და შავი დღისთვის გადანახული ხმელი ლობიოს გარდა…

ფულიც რომ გქონოდა, პური არ იშოვებოდა…

საბრალო ქალი იმ გაყინულ მჭადსაც ვერ გაიმეტებდა თავისთვის, იმის შიშით რომ სამი შვილი სასწაულის ძალით გამოეკვება…

რამდენჯერ მშიერი იძინებდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, შვილებს აპურებდა…

ერთი დილა საუზმეს დააგვიანდა. შუათანამ დედა მოიკითხა და სასტუმრო ოთახში ღუმელთან უგონოდ გულწასულ დედას მიადგა….

სამი მოზარდის განწირული კივილი ქვებსაც აატირებდა. მეზობლებმა რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თვალი გაახილა და ექთნებს შეევედრა, რომც ვერ გადავრჩე, შვილებს მშივრებს ნუ მომიკლავთო…

გავიდა წლები, დედა ასაკოვანი გარდაიცვალა. უფროსმა ვაჟმა ქალაქის ცენტრში უპოვრებისთვის სათნოების სახლი ჩადგა და დედის სახელი უწოდა…",-წერს სოციალურ ქსეელში, მამა პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵აშშ-ში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

🔵დიეტოლოგებმა 18 საათის შემდეგ ჭამაზე აკრძალვა მოხსნეს

🔵მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791986735

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რაღა უნდა გააკეთოს პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი

არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რომ...

გიორგი ვოლსკ

1791984589

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება

ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს –...

ლევან მახაშვილი

1791982481

ახალი ამბები

სამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მამა-შვილი დაჭრა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სა...

მკვლელობა ბათუმში

1791982196

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...

გურამ მაჭარაშვილი

1791980295

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...

დიმიტრი სამხარაძე