რატომ ღმერთო? რატომ არ აცადე ჩემს ორ ანგელოზს სიცოცხლე - სასტიკად მოკლული 22 წლის ორსულის და

ჩემი ღიღინა დაიკო…ჩემი გული და სული…ჩემი მწარე ტკივილი…სიტყვები,რომელიც შენს გაფრენამდე დაწერე დაიკო. რატომ ღმერთოო რატომ? რატომ არ აცადე ჩემს ორ ანგელოზს სიცოცხლე, – ვარკეთილში სასტიკად მოკლული 5 თვის ორსული ქალის და, მარიამ კეპულაძე სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ წერილს აქვეყნებს.

,,ღამეა, ასე ვიწყებ წერას, მთვარე თვალისმომჭრელად ანათებს ,ის ზოგჯერ იმდენადვე ნათელია რამდენადაც ბნელი, ისეთივე მშვიდი როგორც ხმაურიანი, ისეთივე საშიში როგორც უსაფრთხო, ღამეა უკიდეგანო, მოულოდნელობებით სავსე, საინტერესოც, ბევრი რამის დანახვა შემიძლია მასში მთავარია როგორ შევხედავ მას და რას დაგანახებს ის თავისი იდუმალი სამყაროდან…

ვფიქრობ, ცხოვრებაც ასეთივეა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის. ყველაფერს აქვს თეთრი და შავი მხარე, ნათელი და ბნელი, ეს ორივე კი ერთმანეთზე იმდენად არიან დამოკიდებულნი რამდენადაც დამოუკიდებელი და განსხვავებული, ორი საწინააღმდეგო მხარე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ, არაფრით გვანან ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არცერთი არ არსებობს, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ რამე დადებითი მოხდებოდა მას უარყოფითიც მოჰყვებოდა ასეა მოწყობილი სამყარო კარგს, დადებითს, ყოველთვის საპირისპირო მომენტებით ვაფასებთ.

ბედნიერებას ყველა საკუთარი საზომით ზომავს, ასევე მეც, მაქვს ჩემი ბედნიერი საზომი და ეს ,,სიყვარულია” მთავარი გრძნობა სამყაროში, ვფიქრობ რომ რაც უფრო დიდია ბედნიერება და სიყვარული მით უფრო დიდია ტკივილი და შიში, გეშინია ყოველი ბედნიერი წუთის, რადგან არ გინდა დამთავრდეს, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მაინც ამ გრძნობისკენ ვილტვით,ვიცით რომ გვეტკინება, შეგვეშინდება, დავიტანჯებით, მაგრამ გვეყვარება და ეს ყველაფრად ღირს.

შიში არსად ქრება ისევე, როგორც ბედნიერება, ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთზე მიჯაჭვული გრძნობებია, ერთმანეთის გარეშე რომ ვერ შექმნი,ისევე როგორც სინათლე და სიბნელე, მთავარია არმივცეთ უფლება სიბნელეს რომ გადაფაროს ყოველივე ნათელი, ვაკონტროლოთ მაგრამ არცერთი არ უნდა გავაქროთ თვალთახედვიდან, არცერთი არ უნდა წავშალოთ გონებიდან, რადგან ამით ყველაფერს დავკარგავთ.

რთულია ყოველი ტკბილი და ბედნიერი მომენტის დროს გეშინოდეს მისი დასასრულის, ყოველი დასაწყისის დროს ფიქრობდე დასასრულზე და ამით აფუჭებდე ყველაფერს, ეს დაავადებაა რომელსაც აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარ თავში,სიბნელეს ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ გადაფაროს სინათლე და ამ სიბნელეში ვიკარგებით. ბედნიერებას შიშით ვაფასებთ და ვკარგავთ კონტროლს, ვმარცხდებით შიშთან და ამით იმაზე მეტს ვკარგავთ ვიდრე იმ მომენტში შეგვიძლია წარმოდგენა, ვიკარგებით…

დასაბრუნებელი გზა რთულია მაგრამ გზას ის სინათლე გვიკვალავს რომელიც თავად ჩავახჩეთ და გადავმალეთ, ის არსად ქრება მთავარია სიბნელეში შევძლოთ სინათლის დანახვა და გავყვეთ მას უკან დასაბრუნებელ გზაზე,უკან რეალობაში და სამყაროში, სადაც ბედნიერებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ და აღარასდროს მივცეთ სიბნელეს სინათლეზე გამარჯვების უფლება, იქ სადაც ბალანსის დაცვას ვისწავლით. ასეა, ღამე ბნელია, მაგრამ…მაგრამ ამავდროულად ნათელიც,“ – წერს მარიამ კეპულაძე.

„როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე პოლიციაში და მოვიყვანე პოლიცია ჩემთან. ცუდად ვარ“, – აღნიშნა მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა.

დღის სხვა ამბები:

🔵 დაობლდნენ პატარები - ბოლო სამ თვეში ერთმა პატარა სოფელმა ოთხი ახალგაზრდა დედა დაკარგა

🔵 ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე