რევაზ ბოჭორიშვილი: უახლესი კვლევით, 2 ჯერ აცრა და "ბუსტერის" გაკეთება "ომიკრონით" ინფიცირებისას ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებლებს
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი კორონავირუსის ახალ ვარიანტ "ომოკრონზე" უახლოეს ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებს.
"დღეს გამოქვეყნდა საფრანგეთში კოვიდ 19-ის, მე 2 და მე 5 ტალღების სტატისტიკა, შემთხვევების სიხშირის, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლების შედარებით.
ამჟამინდელი მე-5 ტალღის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა შარშანდელი მე-2 ტალღის დინამიკის ანალოგიურია, ამასთან წლევანდელმა სიხშირემ უკვე გადააჭარბა შარშანდელი შემოდგომის მე-2 ტალღის პიკს.
სამაგიეროდ, საავადმყოფოში მოხვედრის და რაც მთავარია გარდაცვალების მაჩვენებლები დაახლოებით ორჯერაა შემცირებული.
და ესაა მთავარი.
შარშან შემოდგომაზე უკვე მეტ ნაკლებად ერკვეოდნენ კოვიდის კლინიკური ფორმების მართვასა და მკურნალობაში. მას შემდგომ, ამ მხრივ დიდი არაფერი შეცვლილა.
ერთადერთი სიახლე ვაქცინაციაა, რომელიც იანვარში დაიწყო და დღეისათვის მოსახლეობის 80%-ზე მეტი 2 დოზითაა აცრილი, ხოლო 20 % ს უკვე “ბუსტერი“ აქვს გაკეთებული.
და სწორედ ამის წყალობითაა შემცირებული კოვიდის საშუალო და განსაკუთრებით მძიმე ფორმებით დაავადება, რაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი კლებაც ამით აიხსნება ძირითადად.
დიახ, აცრილებიც ავადდებიან კოვიდით, განსაკუთრებით მე-2 დოზის გაკეთებიდან 5-6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, მაგრამ როგორც, წესი საავადმყოფოში არ ხვდებიან.
და ესაა მთავარი, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა აღარ ხდება.
“ბუსტერის“ გაკეთება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგადად ავადობას.
“ომიკრონის“ შესახებ ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ 2 ჯერ აცრა და განსაკუთრებით “ბუსტერის“ გაკეთება ასევე ამცირებს ამ მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.
ასე რომ, დასკვნის გაკეთება ადვილია.
აიცერით", - წერს ბოჭორიშვილი.
ამავე თემაზე:
🔲 ომიკრონის პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ლუგარში საეჭვო ნიმუშებს იკვლევენ
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























