რეჟისორი ლევან კოღუაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას

 რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.

მისი განცხადებით, „ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის“ და „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას".

„არ ვიცი რატომ გააკეთა ეს. ფულის გამო, კომპლექსების გამო, სკანდალის სიყვარულის გამო, რომ ნამდვილი შემოქმედების ნაკლებობა გადაიფაროს. შეიძლება უგემოვნების გამო, რადგანაც რაც ვნახეთ, ყველაფერთან ერთად ძალიან ზედაპირული, ვულგარული, სასაცილო და პროვინციული ცირკია.

შეიძლება მიზეზი ქედმაღლობასა და მარტივად უზრდელობაშია. იმიტომ, რომ შეიძლება მართლმადიდებლობა გძულდეს, მაგრამ ელემენტარული ზრდილობაა და აღზრდაა, რომ იმ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობ, ოდნავ მაინც პატივი სცე და მისი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე ძვირფასს ასეთი უხამსი ფორმით არ აგინო.. ამის ცოდნას დიდი განათლება არ უნდა. თუმცა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უზრდელობა…

ერთი რამეა კარგი ამ ყველაფერში. როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, ხოდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას.. წარმოიდგინეთ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდენენ რეებს დაატრიალებენ “თავისუფლების” და პროგრესის სახელით… თუმცა არაფერი ახალი არ არის ამაში. გაიხსენეთ ბოლშევიკები… ჯერ რელიგიას დასცინოდნენ, მერე ხატებს წვავდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, მერე კიდევ სისხლის მდინარეები დააყეენეს..

ამით ცხადია, ვერც რწმენას დააკლებენ რამეს და ვერც ამ ქვეყანას.. თავის თავს მტრობენ და ეს არის ყველაზე ცუდი.. რატომ? რისთვის? რაში ხარჯავენ ნიჭს, ენერგიას, ცხოვრებას? ყველაზე მეტად თვითონაა ცოდვა და ისინი, ვინც ამ საქმეში ჩაითრია. ერთია, როცა მარტო შენ თავს ვნებ, მაგრამ გაცილებით უარესია, რომ სხვებსაც ხდი თანამონაწილეს. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდეს რა გააკეთა", - აცხადებს რეჟისორი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746642369

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა

სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა დასავლეთში პირველი ვიზიტით 7 მაისს, ელისეის სასახლეში ჩავიდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რო...

მაკრონი

1746640384

საზოგადოება

მერიის ცნობით, დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია...

ავტოსბუსი

1746638815

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუსთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ...

ზურაბ ქადაგიძე

1746637327

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს. ასახლებს ადგილებს რომელიც არ უნდა მოინახულონ. რა კომპეტენცია გააჩნია საელჩოს მსგავსი განცხადებები აკეთოს?!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს....

რეჟისორი

1746635908

მსოფლიო

ვატიკანში კონკლავი დაიწყო

ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი, ოფიციალურად მიმდინარეობს. სიქსტის კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს. 133 კარ...

კონკლავი