როგორ ეხმაურებიან საქართველოს გამარჯვებას ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიოდან - „გუნდი, რომელიც მართლა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს“

საქართველომ პორტუგალიის დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის ისტორია დაწერა და მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა! ქართველი ფეხბურთელების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ სპორტული გამოცემები და ფეხბურთის სპეციალისტები. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა ამ სპორტის რიგითი გულშემატკივრებიც არ დატოვა გულგრილი - „ნეტავ ინგლისიც ასე თამაშობდეს“, „საქართველო ტურნირის საუკეთესო გუნდია“, „ეს, ტურნირის საუკეთესო“ თამაში იყო - სხვადასხვა სპორტული გამოცემების პოსტების კომენტარების გრაფაში, უცხოელი ინტერნერმომხმარებლების არაერთ მსგავს შეფასებას გადააწყდებით.
Newshub.ge-მ თავი მოუყარა იმ კომენტარების ნაწილს, რომელშიც სპორტის მოყვარულები ღიად გამოხატავენ საქართველოს ნაკრების მიმართ დიდ სიმპათიებს და ქვეყანას ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ.
„ძალიან დამსახურებული გამარჯვება. თქვენმა გუნდმა უდიდესი ენთუზიაზმით, სულისკვეთებით და ოსტატობით ითამაშა. მათ ყველაფერი გაიღეს და იმაზე მეტიც, ვიდრე შეეძლოთ. დამსახურებული გამარჯვებულები. დღეს მათთან ზეიმია. ფანტასტიკური თამაში იყო. მოგესალმებით ინგლისიდან“.
„მათ ეს დაიმსახურეს. ისინი აუტსაიდერები იყვნენ და მაინც გამარჯვებისთვის იმუშავეს, როცა პორტუგალია მთელი თამაში მიძინებული იყო. იმედი მაქვს, რონალდოს ანტონიო სილვასთან საუბარი ექნება, რომ თავისი უსიამოვნო თამაში გადალახოს“.
„ანგარიში, რომელსაც არავინ მოელოდა. ჯერჯერობით, ტურნირის საუკეთესო თამაშია“.
„საქართველომ კარგად ითამაშა“.
„ყოჩაღ საქართველო. პორტუგალია რას აკეთებდა? შესანიშნავი თამაში“.
„დიდებული პერფორმანსი საქართველოსგან. სრულად დამსახურებული გასვლა ტურიდან“.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ ვისურვებდი, ინგლისი საქართველოს მსგავსად თამაშობდეს. რა ღამე ჰქონდათ!“.
„საქართველო ტურნირის საუკეთესო გუნდია და დღეს, ტურნირის საუკეთესო თამაში იყო“.
„აი გუნდი, რომელიც მართლა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს. შესანიშნავი მატჩი, რომლის ყურაბაც ნამდვილად ღირდა (განსხვავებით....)“.
„საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...