რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეუერთდა

რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეუერთდა

ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

"რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევითა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით (ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი), რუმინეთს ეწვია ჩვენი დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ხელმძღვანელობით. დელეგაციაში იყვნენ სოფ. უდეს (ანთიმოზ ივერიელის დაბადების ადგილის) მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლ ქურციძე და სხვა სასულიერო პირები; ასევე ახალციხის საბავშვო-ფოლკლორული ანსამბლი, „ირმისა“, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის, ბ-ნ ანზორ ობოლაშვილის თანადგომით გაემგზავრა.

27 სექტემბერს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს ქართველმა სასულიერო პირებმა მონაწილეობა მიიღეს საღვთო ლიტურგიაში, რომელიც რიმნიკუ-ვილჩას საკათედრო ტაძარში აღესრულა. მეუფე თეოდორემ შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა და ჩვენი ქვეყნები წმინდა ანთიმოზ ივერიელს შეავედრა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა შეასრულეს ქართული სიმღერები, ხოლო იმავე საღამოს, კონცერტი გამართეს.

საქართველოს დელეგაციამ მოინახულა კოზიასა და გოვორას მონასტრები, სადაც შემონახულია წმინდა ანთიმოზ ივერიელის  პერიოდის ფრესკები.

ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს დელეგაცია ბუქარესტს ეწვია, მოინახულა ანთიმოზ ივერიელის მონასტერი, საპატრიარქოს საკათედრო ტაძარი და რადუ ვოდას მონასტერი, სადაც საბავშვო ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა შეასრულეს ქართული საგალობლები. ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა რუმინული აუდიტორიის წინაშე.

დელეგაცია რუმინეთიდან გაემგზავრა ბულგარეთში, სადაც მოილოცეს პეტრიწონის მონასტერი. ბულგარეთში სტუმრობა განხორციელდა ბულგარეთში საქართველოს საელჩოს (ელჩი თამუნა ლილუაშვილი) ხელშეწყობით.

დელეგაცია საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745869860

მსოფლიო

ტრამპი: პრეზიდენტობის პირველი ვადისას ორი რამ მქონდა გასაკეთებელი - ქვეყნის მართვა და გადარჩენა, მეორედ კი - მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს

 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, იგი თავის ქვეყანასა და მსოფლიოს მართავს. ამის შესახებ მან theatlantic-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განსხვ...

დონალდ ტრამპი

1745866591

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ

 ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტ ორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლეს...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1745863237

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო ცხოვრება მიდის, 2012 წლიდან რისი მიღებაც გარედან გვაიძულეს, მისი გასწორება მიმდინარეობს, რათა მაქსიმალურად მოერგოს დამოუკიდებლობის გაზრდის ხარისხის ინტერესებს

 საპარლამენტო ცხოვრება მიდის, კანონების მიღება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, მავნებლობით არავინ გვიშლის ხელს, გადაწყვეტილებასაც ვიღებთ და რაც ყველაზე მეტად მიხარია ქვეყნისთვის, რაც 2012 წლიდან გვაიძულეს...

მდინარაძრ

1745861500

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჯერ გამანადგურებლად დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში და წელსვე მოხდება იმ დაპირების შესრულება, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური ველიდან გავაქრობთ

 ჯერ გამანადგურებლად დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში და პირობას ვაძლევთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად წელსვე მოხდება იმ დაპირების შესრულება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ველიდან გავა...

ლევან მაჭავარიანი

1745861219

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ასევე, მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. როგორ...

მამუკა მდინარაძე