ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რაც ადამიანებს ადგებოდათ

ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდათ ადამიანებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას.
მან განმარტა, რა საკითხს განიხილავენ კომისიის დღევანდელ სხდომაზე.
„მწერალთა კავშირი გარკვეულწილად გადააქციეს ერთგვარ შიდა მოხმარების კლუბად. დღეს იქნება ქალბატონი მაყვალა გონაშვილის მოსმენა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდა ადამიანებს, მათ მოღვაწეობის სფეროს, მათ ოჯახებს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებდა მთლიანად მთელ საზოგადოებასა და ქვეყანას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მორიგ სხდომას ჩაატარებს.
1745914236
საზოგადოებამაყვალა გონაშვილი: როცა ნატა ლომოური დაინიშნა, ერთი მაგიდით და კომპიუტერით მივადექით მწერალთა სახლს. მან გამოგვაგდო შენობიდან და პირველად შემეცოდა ბატონი რეზო მიშველაძე
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1745911974
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ წევრი დავით ნებიერიძე: პიროტექნიკის სროლა დანაშაული არ არის, საერთოდ არ გადის სისხლის სამართლის კატეგორიაში. მე ვერ ვნახე დამწვარი ადამიანი და თუ ვინმემ ნახეთ, შემატყობინეთ
თქვენ მართლა გგონიათ, რომ 50-ზე მეტი ბრწყინვალე ახალგაზრდა, რომელიც ციხეში კი არ არის, მძევლად ჰყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ ჰყავს, რომ პიროტექნიკა იხმარეს? არა! მე გამოძიებას ვერ ჩავატარებ...
1745910482
საზოგადოებამაყვალა გონაშვილი: 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს-გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი [ხატი] ეგდო კიბეზე და ფეხებით დადიოდნენ
„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ“, - განაცხად...
1745910091
საზოგადოებამაყვალა გონაშვილი: დარბევიდან მეორე დღეს, ეკლებით შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა
პოლიციამ [მწერალთა კავშირის დარბევიდან] მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები, - ასე იხსენებს პოეტი მაყვალა გონაშვილი მწერალთა...
1745907260
საზოგადოებათბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულიღონისძიებ...