ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაცმოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში, სამოქალაქო სექტორში, მედიებში იმისთვის, რომ გაქცეოდნენ პასუხისმგებლობას

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აგვეკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში, სამოქალაქო სექტორში, მედიებში იმისთვის, რომ გაქცეოდნენ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც, რომლებიც ამ პროცესის შემოქმედები იყვნენ.
„ჩვენ ვნახეთ არაერთი მათი ლიდერი, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიაშია წარმოდგენილი. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური პარტიის, აკრძალვა, არამედ მათ შორის იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც, რომლებიც იყვნენ ამ პროცესის შემოქმედები“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
პარლამენტი დღეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. ცვლილებები მოიაზრებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მემკვიდრე პარტიებისათვის საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.
1745910482
საზოგადოებამაყვალა გონაშვილი: 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს-გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი [ხატი] ეგდო კიბეზე და ფეხებით დადიოდნენ
„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ“, - განაცხად...
1745910091
საზოგადოებამაყვალა გონაშვილი: დარბევიდან მეორე დღეს, ეკლებით შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა
პოლიციამ [მწერალთა კავშირის დარბევიდან] მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები, - ასე იხსენებს პოეტი მაყვალა გონაშვილი მწერალთა...
1745907260
საზოგადოებათბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულიღონისძიებ...
1745905095
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი დღეს სომეხ კოლეგას, ვაჰაგნ ხაჩატურიანს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დღეს მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშ...
1745903831
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რაც ადამიანებს ადგებოდათ
ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდათ ადამიანებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვი...