რუსუდან შარაძე: 28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გამოაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო

28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ მერე 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო, გამოაცხადა უზენაესმა. ბუნებაში არ არსებობს ბარათელის აღიარებს არც ერთი კადრი, არაფერი არ არსებობს, - განაცხადა ქართველი საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
შარაძის თქმით, ბარათელს გაესაუბრა დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, კაკო გაფრინდაშვილი, რომელთანაც, მან თითქოს აღიარა გურამ შარაძის მკვლელობა, თუმცა, პირდაპირი აღიარება არც იქ არის. ასევე, რუსუდან შარაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბარათელის და გაფრინდაშვილის საუბრის სტენოგრამას აწერია, რომ აუდიოჩანაწერი ხუთ დღეში უნდა წაიშალოს.
„რა ექნათ და საქმის მასალებში არის რამდენიმე გვერდიანი ბარათელთან კაკო გაფრინდაშვილის ვითომ გასაუბრება. კაკო გაფრინდაშვილი იყო დათა ახალაიას მარჯვენა ხელი და ხშირად მეორდება ჩვენს საქმეში. ვითომ გაესაუბრა და იქაც, ბარათელი რაღაცას ბოდავს, იქაც არ არის აღიარება. ალბათ გეხსომებათ, რომ მოკლეს თუ არა, გავრცელდა ჭორები, მათ ჰქონდათ ასეთი სამსახური, ჭორბიურო და ერთ-ერთი ვერსია იყო, გიორგი ბარათელს გურამ შარაძე და გიორგი შარაძე დასდევდნენ,რომ თირკმელი ამოეჭრათ და გაეყიდათ.ეს არის იმ გასაუბრებაში, ოღონდ, სტენოგრამაა გაფრინდაშვილის და ბარათელის საუბრის და იქაა ამ თირკმელზე საუბარი. საქმეში დევს, რომ ამ სტენოგრამას აწერია: "აუდიოჩანაწერი წაიშალოს ხუთ დღეში". ე.ი. გურამ შარაძეს კლავენ, მისი მკვლელი დუმილის უფლებას იყენებს, კაკო გაფრინდაშვილმა მაინც გამოსძალა რაღაც და ეს ჩანაწერი უნდა წაიშალოს ხუთ დღეში?! ეს აწერია საქმეს და ყოფილი და ახლანდელი გამომძიებელიც დამიდასტურებს ამას", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
1747909699
საზოგადოებავაჟა სირაძე: სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია - იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვისთვის
საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 15:00 სახეზეა ჩანიშნული. საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები იკრიბები...
1747909645
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: ეს ქმედებები არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომაც მარცხდებიან ისინი
ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არის ის პოლიტიკური ჯგუფი თუ აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს და და იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკსათან“ საგარეო სა...
1747907707
საზოგადოებაქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შ...
1747907656
ახალი ამბებირუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: მკვლელობის ოფიციალური დრო არის გაყალბებული. მათ სჭირდებოდათ მკვლელობის ფაქტის დადასტურება და თან ალიბი, რომ ვინ ჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ
ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტიკოსის, გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მამის მკვლელობის საქმის დეტალებს იხსენებს. რუსუდან შარაძე...
1747906941
საზოგადოებარუსუდან შარაძე დავით გამყრელიძეზე: რამაზ კლიმიაშვილი რომ მოკლეს და იქ პირველი მივიდა, რამდენი ინფორმაცია აქვს და იმის მერე ხმა რომ არ ამოუღია და დარბის დღეს და სახელმწიფოს ძირს უთხრის, სახლიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს ეგ არამზადა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა. კომისიის თავმჯდ...